ფარცხანაყანევის განძი

ფარცხანაყანევის განძიძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრის ნივთები, რომლებიც აღმოჩენილია 1868 წელს სოფელ ფარცხანაყანევში. განძის შემადგენლობაში იყო სარდიონის მძივები, ოქროს სასაფეთქლე ხვიები, ბრინჯაოს ჭურჭლის ყელ-პირის ფრაგმენტი, ოქროს მრგვალი, აჟურული 4 მძივი, 1 სფერული ღრუ მძივი, რომელიც გავარსითაა შემკული. ფარცხანაყანევის განძის ოქროს ნივთები ტექნოლოგიურად ახლოს დგას ნოსირის განძის ნივთებთან და ადრინდელი და გვიანდელი (ანტიკური) საიუველირო ნიმუშებთან კავშირს აბამს.

ლიტერატურა

რედაქტირება