ფალერისტიკა
ფალერისტიკა — ისტორიული დისციპლინათა რიგში შევიდა XX საუკუნის 70-იან წლებიდან. მანამდე მას ნუმიზმატიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ. ფალერისტიკა შეისწავლის დაჯილდოების სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას და ეყრდნობა შემდეგ ისტორიულ წყაროებს: წარჩინების ნიშნებს (ორდენები, მედლები და ა.შ), დაჯილდოების დოკუმენტაციას (მასში შედის დაჯილდოების აქტები, დაჯილდოების სტატისტური მეცნიერებები, ცნობები დაჯილდოვებულ პიროვნებათა შესახებ).
დაჯილდოვებათა სისტემა თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. თუმცა არის გამონაკლისი შვეიცარიის სახით. სადაც საერთოდ არ არის პირადი ჯილდოები და კანონი მოქალაქეებს უცხო ქვეყნისგანაც უკრძალავს ამგვარი ჯილდოების მიღებას.
წარჩინების ნიშნები, დაჯილდოების სისტემა და მათთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაცია საკმაოდ ძვირფასი წყაროა პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის შესწავლისათვის, გარდა ამისა, განმანსხვავებელი ნიშნები საიუველირო ხელოვნების ძეგლების და თავისი დროის მხატვრული გემოვნების მაჩვენებელია.
ფალერისტიკის ისტორია
რედაქტირებაორდენის, როგორც წარჩინების ნიშნის შემოღება დაკავშირებულია ინგლისის მეფის ედუარდ III-ის სახელთან, რომელმაც XIV საუკუნის შუახანებში დაწესდა "წვივსაკრავის ორდენი".
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და საფრანგეთში ყველაზე სასურველი ორდენი იყო და დღესაც არის "საპატიო ლეგიონის ორდენი", რომელიც როგორც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო სამხედრო და ასევე სამოქალაქო დამსახურებითვის ნაპოლეონ ბონაპარტმა დააწესა 1802 წლის 19 მაისს.
ბრიტანეთის იმპერიის ორდენი | ||||
|
რუსეთში ორდენები პირველად პეტრე I-მა შემოიღო ევროპაში მოგზაურობის შემდეგ. ესენი იყო წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის (1698 წელი) და წამებული წმინდა ეკატერინეს ქალთა ორდენი (1714 წელი). პეტრეს სიცოცხლეში ეკატერინეს ორდენი მხოლოდ მის თანამეცხედრეს ერგო. შემდგომში ამ ორდენით აჯილდოვებდნენ სეფე ქალაქბს განსაკუთრებული ქველმოქმედებითვის. 1769 წელს დაწესდა წმინდა გიორგის ორდენი, რომელიც იქცა უმაღლეს რუსულ ჯილდოდ სამხედრო მამაცობისთვის. წმინდა გიორგის ორდენის დამსახურება ძალიან ძნელი იყო. შედარებისთვის, რუსეთის იმპერიის ანდრია პირველწოდებულის უმაღლესი ორდენი მიიღო ათასზე მეტმა კაცმა, მაშინ როდესაც წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი მთელი მისი არსებობის მანძილზე მხოლოდ ოცდახუთ კაცს ერგო.
ეს ორდენები ძირითადა მოსახლეობის მაღალ ფენებზე იყო გათვლილი. რაც შეეხება მდაბიო ხალხს რუსეთის იმპერიაში, ამის შესახებ ნათლად მეტყველებს იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი, რომლითაც 1812 წლის სამამულო ომის მომნაწილე თავადაზნაურობა, ვაჭრები და სასულიერო პირები დაჯილდოვდნენ, ხოლო გლეხის შესახებ ნათვამი იყო რომ:
„გლეხები ჩვენი ერთგული ხალხია და მისაგებელს ღვთისაგან მიიღებენ“
|
მედალი როგორც წარჩინები ნიშანი გაჩნდა XVII საუკუნეში, იგი პირველად დააწესდა გუსტავ II ადოლფმა ოცდაათწლიან ომის მსვლელობისას, კერძოდ 1632 წელს ნიურბეგის ბრძოლაში მონაწილე ოფიცერთა დასაჯილდოებლად. ეს პირველი ჯილდო-მედლები მზადდებოდა ოქროსგან და ოქროსავე ძეწკვით ატარებდნენ. შემდგომი სამხედრო ჯილდოები დიდ ბრიტანეთში დაამზადეს ოლივერ კრომველის არმიის დასაჯილდოვებლად 1650 წელს დუნბართან გამარჯვებისთვის.
ნაპოლეონმა მოაჭრევინა მედალი ლონდონის დაცემის აღსანიშნავად ჯერ კიდევ ინგლისთან ომის გამოცხადებამდე. მისი ჩანაფიქრი ლა-მანშის ფორსირებაზე ვერ განხორციელდა, ლონდონი ნაპოლეონსა არ აუღია, მაგრამ მედალი დარჩა, როგორც ნაპოლეონის აუსრულებელი ოცნების სიმბოლო.
კავკასიის ხალხების ეროვნული ბრძოლის ლიდერმა შამილმა, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამორჩეულ მეომრებს აჯილდოვებდნენ ვერცხლის მედლით. ეს მედლები მზადდებოდა კუბაჩის იუველირთა მიერ და თითოეულს თავისი ინდივიდუალური სახე ჰქონდა.
ფალერისტიკა საქართველოში
რედაქტირება
1799 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ერეკლე II-სთან დადებული პირობის თანახმად ქართლ-კახეთის მეფის კარზე რუსეთის რწმუნებულ მინისტრად დანიშნა სახელმწიფო მრჩეველი კავალენსი, რომელსაც პატივისცემის ნიშნად გამოატანა სამეფო სამკაულები და სამეფო ნიშნები, მათ შორის იყო სამი ორდერენი, ალმასებით შემოკობილი, ერთი წმინდა ანდრია პირვეწოდებულისა - მეფე გიორგისთვის, მეორე დიდწამებული ეკატერინესი - მარიამ დედოფლისთვის, ხოლო მესამე წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი - დავით ბატონიშვილისთვის. თუმცა შემდგომში გიორგი XII მარტო არ დარჩენილა რუსული ორდენების კავალერთა შორის, მის გვერდით იყვნენ ქართული ელიტის ნაწილი რომლებიც ჩინ-ორდენები მანიით იყვნენ შეპყობილები.
ამასთან დაკავშირებით ქართველ სამოციანელთა განწყობას გამოხატავდა "თერგდალეულთა" და საერთოდ ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეურ-პოლიტიკური ლიდერის ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
„ჩვენ ვვლეთ რუსეთი
მაგრამ არც ერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია, ჩვენი ქვეყანა მკვდარი თქვენგანაა თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიყიდია ...თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.“ |
საქართველოში ორდენით დაჯილდოების წესი არ არსებობდა, თუმცა 1799 წლის 10 მაისს ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, გიორგი XII-ის ვაჟმა იოანე ბატონიშვილმა მეფე გიორგი XII-ს წარუდგინა ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო წყობილების რეფორმების პროექტი, სჯულდება, რომლის ერთ-ერთ მუხლში ბატონიშვილი აღნიშნავდა:
ბატონიშვილი თავის პროექტში ამ ორდენებს ეროვნულ სახეს აძლევს. და სხვადასხვა ხარისხის შემოღებასაც გულისხმობს. რუსეთისგან განსხვავებით საქართველოში ორდენები გლეხებისთვისაც უნდა მიენიჭებინათ.
ქართველი მეფის სახელობის ორდენი მაინც დაწესდა, კერძოდ პირველი მსაოფლიო ომის დროს გერმანიის სარდლობამ რუსეთი წინააღმდეგ ბრძოლისას 1915 წელს დააწესა „თამარ მეფის“ პირველი და მეორე ხარისხის ორდენები. ეს ორდენები თავდაპირველად გათვალისწინებული იყო მეთაურთა შემადგენლობის დასაჯილდოვებლად. ხოლო ამიერკავკასიაში თურქეთის ფრონტზე, იმავე წელს შემოიღეს მესამე ხარისხის ორდენი, რომლითაც ჯარისკაცები ჯილდოვდებოდნენ.
ორდენები
რედაქტირება-
წვივსაკრავის ორდენი,
23 აპრილი 1348 წელი -
ნარშავის ორდენი,
29 მაისი 1687 წელი -
საპატიო ლეგიონის ორდენი,
19 მაისი 1802 წელი
-
წითელი დროშის ორდენი,
1 აგვისტო 1924 წელი -
ლენინის ორდენი,
6 აპრილი 1930 წელი -
წითელი ვარსკვლავის ორდენი,
6 აპრილი 1930 წელი -
გამარჯვების ორდენი,
8 ჰოემბერი 1943 წელი
-
პრეზიდენტების ორდენი თავისუფლებისთვის, 1945 წელი
-
ორდენი "სტარა პლანინა",
4 აგვისტო 1966 წელი -
კანადის ორდენი,
17 აპრილი 1967 წელი -
ავსტრალიის ორდენი,
14 თებერვალი 1975 წელი