უსახელო (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
უსახელო — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში.[2] თემის ცენტრი (სოფლები: ხოჯი). მდებარეობს მდინარე ლაჯანურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. სოფელმა სახელი მისცა ვაზის ცნობილ ჯიშს უსახელოურს.
სოფელი | |
---|---|
უსახელო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
თემი | უსახელო |
კოორდინატები | 42°35′44″ ჩ. გ. 42°49′33″ ა. გ. / 42.59556° ჩ. გ. 42.82583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 640 მ |
მოსახლეობა | 187[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 187 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 367 | 182 | 185 |
2014[1] | 187 | 85 | 102 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 184.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II