უილიამ ლიფსკომი (ინგლ. William Lipscomb; დ. 9 დეკემბერი, 1919 — გ. 14 აპრილი, 2011)[17]ამერიკელი ქიმიკოსი. 1976 წელს ბორანების (ბორწყალბადები) სტრუქტურის გამოკვლევისათვის (მნიშვნელოვანია ბმის პრობლემის ახსნისათვის) მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. იგი მუშაობდა რამდენიმე სამეცნიერო თემაზე, მათ შორისაა: ბირთვული მაგნიტური რეზონანსი, თეორიული ქიმია, ბორის ქიმია და ბიოქიმია.

უილიამ ლიფსკომი
ინგლ. William Nunn Lipscomb, Jr.
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1919(1919-12-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი კლივლენდი[9] [10]
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 2011(2011-04-14)[11] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (91 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[12]
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი[9] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი[12] და მინესოტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და კენტუკის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Roald Hoffmann
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, ნობელის პრემია ქიმიაში[13] [14] , ასწლეულის პრემია, Remsen Award[15] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და პიტერ დებაის პრემია ფიზიკურ ქიმიაში[16]

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიმოხილვა

რედაქტირება

უილიამ ლიფსკომი დაიბადა 1919 წლის 9 დეკემბერს კლივლენდში, ოჰაიოს შტატში, აშშ-ში. მისი ოჯახი 1920 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ს შტატის, კენტუკის ერთ-ერთ ქალაქში, ლექსინგტონში,[18] ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა კენტუკის უნივერსიტეტში, 1941 წელს კენტუკის უნივერსიტეტმა ლიფსკომს ბაკალავრის წოდება მიანიჭა. სწავლა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში გააგრძელა, სადაც მას 1946 წელს დოქტორის წოდება მიენიჭა.

1946 წლიდან 1959 წლამდე ასწავლიდა მინესოტას უნივერსიტეტში. 1959 წლიდან 1990 წლამდე, ჰარვარდის უნივერსიტეტში ასწავლიდა ქიმიას, ხოლო 1990 წლიდან იყო ემერიტუს-პროფესორი.

ლიფსკომი 1944 წლიდან 1983 წლამდე დაქორწინებული იყო მერი ადელ სარჯენტზე.[19] მათ სამი შვილი ეყოლათ, აქედან ერთ-ერთმა მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა. ლიფსკომი მეორედ, 1983 წელს დაქორწინდა ჯინ ევანზზე,[20] წყვილს ჰყავდა ერთი აყვანილი შვილი.

ლიფსკომი გარდაცვალებამდე, საცხოვრებლად გადავიდა კემბრიჯში, მასაჩუსეტსში. 2011 წელს გარდაიცვალა ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებით, პნევმონიით.[21]

ადრეული წლები

რედაქტირება

„ჩემი ბავშვობის გარემო... დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირად პასუხიმგებლობასა და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებელი განსაკუთრებით მაშინ გავხდი, როდესაც დედაჩემი მუსიკას ასწავლიდა, ხოლო მამაჩემი სამედიცინო პრაქტიკას დიდ დროს უთმობდა.“

ლიფსკომს სკოლაში სწავლის პერიოდში ჰყავდა შინაური ცხოველები, აგროვებდა მწერების, ქვების და მინერალების კოლექციას.

მას შემდეგ რაც პატარა ლიფსკომი ასტროლოგიით დაინტერესდა, იგი ხშირად დადიოდა კენტუკის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში, სადაც პროფესორმა ჰ. დაუნინგმა მას ერთხელ ბეიკერის ასტრონომიის ასლი აჩუქა.

ლიფსკომმა ამ წიგნიდან მრავალი რამ ისწავლა, იგი პროფესორ დაუნინგთან ერთად ხშირად საუბრობდა ამ წიგნში განხილულ თემებზე, მოგვიანებით დაუნინგი ლიფსკომის კარგი მეგობარი გახდა.

პატარა ლიფსკომი ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში, მაგალითად ერთი პროექტი ეხებოდა „Morse“-ს კოდირებულ მესიჯებს, ამ პროექტში მონაწილეობა მან ხუთ ახლო მეგობართან ერთად მიიღო, რომლებიც მოგვიანებით ფიზიკოსები, ექიმები და ინჟინრები გახდნენ.

12 წლის ასაკში მას ქიმიის საგანმანათლებლო სათამაშო აჩუქეს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს რომ რამდენიმე მარტივი ექსპერიმენტი ჩაატაროს. ლიფსკომმა ერთხელ თავისით შექმნა ფეირვერკი, რომელსაც შემდგომ სტუმრებს ათვალიერებინებდა. იგი სახლში ხშირად ატარებდა სხვადასხვა ქიმიურ ცდებს, ეს ჰობი დედამისმა მხოლოდ ერთხელ აუკრძალა, მაშინ როდესაც ლიფსკომმა შარდისგან დიდი რაოდენობით შარდოვანას იზოლირება სცადა.

ლიფსკომი დიდ სამეცნიერო წიგნებს ექიმი მამის ბიბლიოთეკიდან თხოულობდა. წლების შემდეგ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელმა ქიმიკოსმა და მშვიდობის აქტივისტმა ლაინუს პოლინგმა, რომელსაც 1954 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიაში, ხოლო 1962 წელს მშვიდობის განმტკიცების დარგში. რომ არა ლაინუსი, ლიფსკომი მამის მსგავსად ექიმი გახდებოდა.

განათლება

რედაქტირება

ლიფსკომის დამამთავრებელი კლასის ქიმიის მასწავლებელმა მას კოლეჯის ბიბლიოთეკიდან ორგანული, ანალიზური და ზოგადი ქიმიის წიგნები მისცა გამოსაკვლევად. გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, ლიფსკომი კლასის უკანა მხარეს გამოკვლევას ატარებდა, იგი ფიქრობდა რომ ეს ორიგინალი იყო (თუმცა, შემდეგ აღმოაჩინა რომ არ იყო): მას წყალბადი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი ნატრიუმის ფორმიდან უნდა მოემზადებინა.[22] მან გაზის ანალიზიც ჩაატარა და შეეცადა გვერდითი მოვლენების გამოკვლევა.

მოგვიანებით ლიფსკომმა სკოლაში ფიზიკის კურსი გაიარა, და ამ საგნებში პირველად აიღო პრიზი. იგი ასევე დაინტერესებული იყო ფიზიკის ერთ-ერთი თეორიით: ფარდობითობის სპეციალური თეორიით, რომელიც 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა შემოიღო, და აღწერს მექანიკის კანონებს მაღალ სიჩქარეებზე.

კენტუკის უნივერსიტეტის კოლეჯში ყოფნისას ლიფსკომს სტიპენდია ჰქონდა. იგი აქ დამოუკიდებლად მეცადინეობდა: კითხულობდა დუშმანის კვანტური მექანიკის ელემენტების შესახებ, პოლინგის ქიმიური ბონდის ბუნების, მოლეკულების და კრისტალების სტრუქტურების შესახებ. ერთ-ერთმა პროფესორმა, რობერტ ბეიკერმა მას შესთავაზა რომ ალკოჰოლისა და წყლის განცალკევების გარეშე გამოეკვლია ალკოჰოლის წარმოებული მასალა.

ლიფსკომს დამამთავრებელი სკოლის დროს ორი სამსახურის შეთავაზება ჰქონდა, პირველი მათგანი თვეში 20$-ს სთავაზობდა, ხოლო მეორე ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტში 150$-ს.

კალტექში სწავლის დროს მას საშუალება მიეცა, რომ პროფესორ უილიამ ჰაუსტონთან ერთად ფიზიკის კაბინეტში კვანტური მექანიკა შეესწავლა. თუმცა ერთ სემესტრის შემდეგ, ლაინუს პოლინგის გავლენით ქიმიის შესწავლა გადაწყვიტა.

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #128526890 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. https://www.nobelprize.org/prizes/chemistry/1976/lipscomb/facts/v
  11. William N. Lipscomb Jr., Nobel Prize-Winning Chemist, Dies at 91 // The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2011. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  12. 12.0 12.1 https://www.nobelprize.org/prizes/chemistry/1976/lipscomb/facts/
  13. The Nobel Prize in Chemistry 1976Nobel Foundation.
  14. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  15. https://acsmaryland.org/remsen-award/
  16. https://www.acs.org/funding/awards/peter-debye-award-in-physical-chemistry/past-recipients.html
  17. Rifkin, Glenn (2011-04-15). „William Lipscomb, Nobel Winner in Chemistry, Dies at 91“. The New York Times.
  18. William Lipscomb on Nobelprize.org
  19. LorraineGilmer02  (View posts). (2007-09-27) obit fyi – Mary Adele Sargent Lipscomb, 1923 Ca. – 2007 NC – Sargent – Family History & Genealogy Message Board – Ancestry.com. Boards.ancestry.com. ციტირების თარიღი: 2012-02-01.
  20. Maugh II, Thomas H. (2011-04-16). „OBITUARY: William N. Lipscomb dies at 91; won Nobel Prize in chemistry – Los Angeles Times“. Articles.latimes.com. ციტირების თარიღი: 2012-02-01.
  21. Kauffman, George B.; Jean-Pierre Adloff (19 July 2011). „William Nunn Lipscomb Jr. (1919–2011), Nobel Laureate and Borane Chemistry Pioneer: An Obituary–Tribute“ (PDF). The Chemical Educator. 16: 195–201. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 26 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 16 August 2011.
  22. HighSchool – Publications – Lipscomb. Wlipscomb.tripod.com (1937-02-25). ციტირების თარიღი: 2012-02-01.