ტუჩა
ტუჩა, გოჭალა ტუჩა ან ჭრელი ტუჩა (ლათ. Triplophysa strauchii, ადრე Nemachilus strauchi) — თევზი გოჭალასებრთა ოჯახისა (ადრე შედიოდა ხლაკუნასებრთა ოჯახის გოჭალას გვარში, შემდეგ — ბალიტორასებრთა ოჯახში). სხეული თითისტარასნაირი ფორმისაა; ზურგსა და გვერდებზე შავი მომრგვალებული ლაქები აქვს. სხეულის სიგრძეა 25 სმ, მასა 120 გ. ბინადრობს ბალხაშის, სასიქოლის, ისიქ-ქოლის, ზაისანის ტბების და მდინარე ტარიმის აუზში; ისიქ-ქოლში გვხვდება განსაკუთრებული ქვესახეობა. უპირატესობას ანიჭებს ჟანგბადით მდიდარ ტბებს, ჩერდება ფსკერზე. ქვირითს (18–47 ათ. ცალი) დებს მცენარეთა ღეროებზე და კენჭებზე. რეწვის ობიექტია.
ტუჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Triplophysa strauchii (Kessler, 1874) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 156722955 | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტუჩა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)