სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტრიპოლის ალყა (მრავალმნიშვნელოვანი).
ტრიპოლის ალყა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი

ტრიპოლის ალყა მამლუქების მიერ 1289 წელს
თარიღი მარტი-აპრილი, 1289
მდებარეობა ტრიპოლი, დღევანდელი ლიბანი
შედეგი ბაჰრიტების გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ტრიპოლი გადავიდა ბაჰრიტ თურქების (მამლუქების) ხელში
მხარეები
ტრიპოლის საგრაფო
ტამპლიერი რაინდები
ჰოსპიტალიერი რაინდები
გენუის რესპუბლიკის დროშა გენუის რესპუბლიკა
კვიპროსის სამეფო
ბაჰრიტები
მეთაურები
ლუსია ტრიპოლელი
გოდფრუა დე ვანდაკი
პეტრე დე მონკადა
მატიე დე კლერმონი
ჟან დე გრეი
ამორი II ტვიროსელი
კალაუნ ალ-მანსური
ტრიპოლის ალყა ვიკისაწყობში

ტრიპოლის დაცემაჯვაროსანთა სახელმწიფოს, ტრიპოლის საგრაფოს (დღევანდელი ლიბანი) დაპყრობა და განადგურება მუსლიმ მამლუქთა მიერ. ბრძოლა 1289 წელს გაიმართა და ჯვაროსნული ლაშქრობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგან ქალაქი ჯვაროსანთა ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი იყო ახლო აღმოსავლეთში. ეს მოვლენა წარმოდგენილია გადარჩენილ ილუსტრაციაზე, რომელიც შემორჩენილია ფრაგმენტულ მანუსკრიპტზე, ეგრეთ წოდებულ „კოჩარელის კოდექსზე“, იგი შექმნილია 1330-იან წლებში ქალაქ გენუაში. სურათზე გამოსახულია გრაფინია ლუსია და ტარტუსის ეპისკოპოსი ბარტელმი მანსელი (სამოციქულო სკამი მიიღო 1278 წელს), ციხესიმაგრის ცენტრში სხდომა იმერთება, ხოლო კალაუნის ჯარისკაცები ხოცავენ ხალხს, რომლებიც ნავსადგურისაკენ და ახლომდებარე წმინდა თომას კუნძულისაკენ გარბიან.[1]

კონტექსტი

რედაქტირება

მართალია ტრიპოლის საგრაფო დაარსდა, როგორც ჯვაროსნული სახელმწიფო და მისი მთავარი რელიგია ქრისტიანობა იყო, მაგრამ 1260-იანებიდან იგი მონღოლთა იმპერიის ვასალური სახელმწიფო გახდა, როდესაც ბოემონდ VI-მ მისი მამინაცვლის — ჰეთუმ I-ის (კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე) გავლენით მორჩილება გამოუცხადა მათ. ტრიპოლიდან დამხმარე ძალა ჩავიდა მონღოლებითვის ბაღდადის ალყის დროს 1258 წელს, აგრეთვე 1260 წელს ისინი ხელმეორედ დაეხმარნენ მონღოლებს სირიაში შეჭრისას, რამაც ტრიპოლსა და მაჰმადიანურ სამყაროს შორის ურთიერთობა დაძაბა.[2]

ჰულაგუ-ხანის მიერ ბაღდადის განადგურების და დამასკოს დაპყრობის შემდეგ, რომლებიც აბასიანთა და აიაუბიდთა სახალიფოების მთავარ ცენტრებს წარმოადგენდა, მუსლიმთა ძალამ მამლუქთა სასულთნოში გადაინაცვლა, რომლის ცენტრი კაირო იყო. ამავე დროს მონღოლები შენელდნენ დასავლეთის მიმართულებით წინსვლაში, ამის მთავარი მიზეზი საშინაო კონფლიქტები გახდა. ამით ისარგებლეს მამლუქებმა და საკუთარი პოზიციები აღადგინეს სირიასა და პალესტინაში, ამან ილხანებს სპარსეთის მიმართულებით უკან დახევისკენ უბიძგა. მუსლიმებმა 1271 წელს შემოარტყეს ალყა ტრიპოლს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამის მიზეზი გახდა პრინცი ედუარდის ჩასვლა აკრაში. ედუარდიც და ტრიპოლის საგრაფოც ცდილობდა დროებით ზავზე დათანხმებას, რადგან ინგლისელთა ჯარები მცირერიცხვოვანი იყო ეფექტურობისთვის.

მონღოლებს, თავის მხრივ, არ ჰქონდათ დამტკიცებული, რომ უნდა ყოფილიყვნენ საკუთარი ვასალის, ტრიპოლის ქრისტიანული სახელმწიფოს ერთგული დამცველები. აბაღა-ხანი, ილხანთა ყაენი 1282 წელს გარდაიცვალა. მან ელჩობა გააგზავნა ევროპაში, რათა ეცადათ შექმნილიყო ფრანგულ-მონღოლური კავშირი მუსლიმთა წინააღმდეგ. ახალი ყაენი გახდა აჰმედ თოგუდანი, რომელმაც ისლამი მიიღო. მისი მეთაურობით ილხანებმა არ ისურვეს ქრისტიანების დაცვა მუსლიმთა წინააღმდეგ. ამან საშუალება მისცა მალუქებს, დაეპყროთ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ქალაქები, რომლებიც ჯერ კიდევ ჯვაროსანთა კონტროლის ქვეშ იყვნენ.[3]

თოქუდანი 1284 წელს მოკლეს. იგი ჩაანაცვლა აბაღას შვილმა, არღუნმა. ახალი ყაენი გამოირჩეოდა ქრისტიანთა მიმართ სიმპატიკით. მან განაგრძო მამის კავშირები ევროპასთან, რათა ალიანსის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ ტრიპოლის დასაცავად დიდი ინტერესი არ გამოუვლენია. პარალელურად მამლუქები აგრძელებდნენ დაპყრობებს: 1285 წელს აიღეს მარგატი, ხოლო 1287 წელს ლატაკია.

მამლუქთა სულთანს ჯერ კიდევ ჰქონდა ზავი დადებული ტრიპოლთან, მაგრამ ქრისტიანთა მოქმედებებმა შესაძლებლობა მისცა მას ზავი დაერღვია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Crawford, P. F., The 'Templar of Tyre' Part II of the 'Deeds of the Cypriots', Crusade Texts in Translation London: Ashgate, 2003. ISBN 9781840146189
  • Faunce, R., "The Cocharelli Codex. Illuminating Virtue: A Fourteenth-century Father's Counsel to his Son", PhD The University of Melbourne, 2016.
  • Eubel, K. ed., Hierarchia catholica medii aevi, I, Monasterii, sumptibus et typis librariae Regensbergianae, [1898] 1913.
  • Richard, J., Histoire des Croisades, ISBN 2-213-59787-1
  • Richard, J., The Crusades c.1071-c.1291, trans. J. Birrell, Cambridge University Press, 1999.
  • Rudt de Collenberg, W. H., "A Fragmentary Copy of an Unknown Recension of the 'Lignages d'Outre-Mer' in the Vatican Library", English Historical Review, 98/ 387 (1983), 311-327.
  • Runciman, S., A History of the Crusades, III: The Kingdom of Acre and the Later Crusades Cambridge University Press. ISBN 0-14-013705-X
  • Tyerman, C., God's war: A New History of the Crusades, Belknap Press of Harvard University Press, 2006. ISBN 0-7139-9220-4
  1. British Library Additional MS 27695 f. 5. http://www.bl.uk/catalogues/illuminatedmanuscripts/record.asp?MSID=8334 დაარქივებული 2017-08-20 საიტზე Wayback Machine. (accessed 14 April 2017); Faunce, The Cocharelli Codex, Chapter 8.
  2. Grousset, p.727
  3. Tyerman, p.817