ბაღდადის ალყა (1258)

ბაღდადის ალყა
მონღოლთა დაპყრობების ნაწილი
Bagdad1258.jpg
თარიღი 29 იანვარი, 1258 - 10 თებერვალი, 1258
მდებარეობა ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო, თანამედროვე ერაყი.
შედეგი მონღოლების გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
მონღოლებმა დაიპყრეს ბაღდადი და აბასიანთა სახალიფო გააუქმეს.
მხარეები
Flag of the Mongol Empire.svg მონღოლეთის იმპერია

Flag of Ilkhanate.svg ჰულაგუიანთა სახელმწიფო

Black flag.svg აბასიანთა სახალიფო
მეთაურები
Flag of the Mongol Empire.svg ჰულაგუ-ხანი
Flag of the Mongol Empire.svg აბაღა
Flag of the Mongol Empire.svg ბაიჯუ ნოინი
Flag of the Mongol Empire.svg გუო ქანი
Black flag.svg ალ-მუსთასიმი
Black flag.svg სულეიმან-შაჰი
Black flag.svg მუჯაჰედ-უდ-დინი
Flag of Ayyubid Dynasty.svg ალ-აშრაფ მუსა
ძალები
120-150,000 მებრძოლი 50,000 მებრძოლი
დანაკარგები
უმნიშვნელო 50,000 ჯარისკაცი
არაბული წყაროების მიხედვით 2 მილიონი სამოქალაქო პირი [1]
Commons-logo.svg ბაღდადის ალყა ვიკისაწყობში

ბაღდადის ალყა — სამხედრო კონფლიქტი მონღოლეთის იმპერიასა და აბასიანთა სახალიფოს შორის. წარიმართა 1258 წელს, 29 იანვრიდან 10 თებერვლამდე. ხალიფა ალ-მუსთასიმის უარმა ხარკის გადახდაზე დიდი ყაენის, მუნქეს განრისხება გამოიწვია. მისი ძმა, ჰულაგუ 1255 წლიდან ირანის დასამორჩილებლად იბრძოდა, 1256 წელს ისმაილიტების განადგურების შემდეგ კი მუნქესგან აბასიანების დაპყრობის ბრძანება მიიღო.

ჰულაგუ-ხანი ალ-მუსთასიმს შინაპატიმრობაში უშვებს

მონღოლები 1257 წლის მიწურულს, ევფრატის გადალახვით ერაყის ჩრდილოეთს მიადგნენ. მათ მრავალრიცხოვან არმიაში ირიცხებოდნენ საქართველოს, კილიკიის სომეხთა სამეფოსა და ანტიოქიის სამთავროს მეომრები. 1258 წელს, თითქმის ორკვირიანი ალყის შედეგად მონღოლებმა აბასიანთა დედაქალაქი, ბაღდადი აიღეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ჰულაგუმ პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის დარბევასა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში. [2] მისი ბრძანებით 1258 წლის 20 თებერვალს, უკანასკნელი აბასიანი ხალიფა, ალ-მუსთასიმი ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ქალაქი ძლიერ დაზარალდა, მოიშალა სარწყავი სისტემა, დაინგრა უამრავი მეჩეთი, შენობა, ფანტანი, ასევე ცნობილი ბიბლიოთეკა — სიბრძნის სახლი, რომელიც ჯერ კიდევ ჰარუნ არ-რაშიდის დროიდან არსებობდა. [3]

ჰულაგუ-ხანმა თითქმის 150 ათას კაციანი არმია მალევე დაძრა სირიისკენ, ხოლო 3,000 მონღოლი დატოვა დაპყრობილი ქალაქის აღსადგენად. ბაღდადის აბასიანთა სახალიფომ არსებობა შეწყვიტა და თავდაპირველად მონღოლთა იმპერიის, ხოლო 1261 წლიდან ჰულაგუიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Amitai-Preiss, Reuven. 1998. Mongols and Mamluks: The Mamluk-Ilkhanid War, 1260–1281 (first edition). Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-46226-6.
  • ibid. 2006. Croisades et Croisés au Moyen-Age. Paris: Groupe Flammarion.

სქოლიორედაქტირება