ლუსია ტრიპოლელი
ლუსია ტრიპოლელი (ფრანგ. Lucie de Tripoli) — ტრიპოლის, ლევანტის უკანასკნელი ჯვაროსნული სახელმწიფოს გრაფინია და ანტიოქიის ტიტულოვანი მთავარი 1287-1289 წლებში.
ლუსია ტრიპოლელი | |
---|---|
Lucie de Tripoli | |
ტრიპოლის უკანასკნელი გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1287 |
მმართ. დასასრული: | 1289 |
წინამორბედი: | ბოემონდ VII |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
ანტიოქიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1287 |
მმართ. დასასრული: | 1289 |
წინამორბედი: | ბოემონდ VII |
მემკვიდრე: | ფილიპ დე ტუსი |
რეგენტი: | ბერტრან გიბელეტელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | XIII საუკუნე |
დაბ. ადგილი: | ანტიოქია |
გარდ. თარიღი: | დაახლ. 1299 |
მეუღლე: | ნარჟო დე ტუსი |
შვილები: | ფილიპ დე ტუსი |
მამა: | ბოემონდ VI |
დედა: | სიბილა სომეხი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ის იყო ბოემონდ VII ტრიპოლელის და სიბილა სომეხის ქალიშვილი. 1287 წელს, ბოემონდის გარდაცვალების შემდეგ, სიბილამ რეგენტად ბერტრან გიბელეტელი დანიშნა. ის ძალიან არაპოპულარული აღმოჩნდა ქალაქის კომუნაში, რომელმაც საკუთარი ადმინისტრაცია შექმნა. ლუსია ტრიპოლის სამართავად ოსერიდან დაბრუნდა ნარჟო დე ტუსზე დაქორწინების შემდეგ, დაახლ. 1275/78, რათა ერთად ემართად საგრაფო, გენუელების და კომუნის წინააღმდეგობის მიუხედავად. გენუელმა ბენედეტო ზაქარიამ გადაწყვიტა ტრიპოლი გენუის კოლონია გამხდარიყო. ამავდროულად კომუნის მეთაურმა განაცხადა, რომ ლუსიას სცნობდა გრაფინიად, მაგრამ მოულოდნელად ლუსიამ გენუელებს დაუჭირა მხარი.
ვენეციელმა და პიზელმა ვაჭრებმა, რომელთაც სავაჭრო კავშირები ჰქონდათ ტრიპოლთან, გადაწყვიტეს რომ ალ-მანსურ კალაუნისთვის შეეთავაზებინათ ქალაქის აღება. ლუსიამ დახმარება მონღოლებს სთხოვა, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ გამოუღია. ქალაუნმა ალყა 1089 წელს დაიწყო და ერთ თვეში, 26 აპრილს ქალაქი დაეცა. ორი წლის შემდეგ დაეცა აკრა — უკანასკნელი ჯვაროსნული ქალაქი ახლო აღმოსავლეთში. ლუსიას გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი ქმარი 1292 წელს გარდაიცვალა. ლუსიას სიკვდილის შემდეგ ანტიოქიის მთავრის ტიტული მისივე ვაჟმა, ფილიპ დე ტუსმა მიიღო.
ლიტერატურა
რედაქტირება- René Grousset. L'Empire du Levant: Histoire de la Question d'Orient. — Paris: Payot, 1949. — ISBN 2-228-12530-X.