ტობანიერი
ტობანიერი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ეწერ-ტობანიერი, კუშუბაური, მიქელეფონი). მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 80 მეტრი. ვანიდან 8 კილომეტრი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ტობანიერი | |||
ტობანიერის სულთმოფენობის ტაძარი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ტობანიერი | ||
კოორდინატები | 42°04′27″ ჩ. გ. 42°26′48″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 42.44667° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 80 მ | ||
მოსახლეობა | 584[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
ისტორიარედაქტირება
XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა წმინდა სამების ეკლესია.[2] 1926 წლისთვის ტობანიერის თემი შედგებოდა 13 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 7380 ადამიანს, ხოლო ფართობი 74,1 კმ²-ს.[3]
განძირედაქტირება
1927 წელს სოფელში აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი. (შემორჩენილია 215 ცალი), უმეტესობა ტრაპეზუნტის ასპერებია, რომლებიც მოჭრილია იმპერატორების იოანე I-ის (1235-1238 წწ.), მანუელ I-ის (1238-1263 წწ.), იოანე II-ისა (1280-1297 წწ.) და ალექსი II-ის (1297 წ.) მიერ. განძის 27 მონეტა განეკუთვნება ე.წ. კირმანეულის კატეგორიას, რომლის ემისია დასავლეთ საქართველოში წარმოებდა. განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII-XIV სს. მიჯნაზე.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 584 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 879 | 408 | 471 |
2014[1] | 584 | 282 | 302 |
ცნობილი ადამიანებირედაქტირება
- კორნელი კეკელიძე, ფილოლოგი, აკადემიკოსი, სოფელში მოქმედებს მისი სახლ-მუზეუმი
- კალისტრატე (ცინცაძე), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
- დონი (დავით ნაცვლიშვილი), მხატვარი-სატირიკოსი
- შიო ნაფეტვარიძე, ინჟინერი და მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში
- გერმანე ნაფეტვარიძე, რევოლუციონერი
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 7.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II