ტობანიერის განძივერცხლის მონეტების განძი, რომელიც აღმოჩენდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში.

განძი აღმოჩნდა 1927 წელს. შემორჩენილია 215 ცალი, უმეტესობა (186 ცალი) ტრაპეზუნტის ასპერებია, რომლებიც მოჭრილია იმპერატორების იოანე I-ის (1235-1238 წწ.), მანუელ I-ის (1238-1263 წწ.), იოანე II-ისა (1280-1297 წწ) და ალექსი II-ის (1297 წ.) მიერ. განძის 27 მონეტა განეკუთვნება ე.წ. კირმანეულის კატეგორიას, რომლის ემისია დასავლეთ საქართველოში წარმოებდა. 1 მონეტა სელჩუკურია (1232/1233), 1 — ჰულაგუიანთა (1281/1282). განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება