ტიხო ბრაჰე
ტიხო ბრაჰე (დან. Tyge Ottesen Brahe , ლათ. Tycho Brahe; დ. 14 დეკემბერი, 1546 — გ. 24 ოქტომბერი, 1601) — დანიელი ასტრონომი.[8] 1572 წელს კასიოპეას თანავარსკვლავედში დააკვირდა და აღწერა ახალი ვარსკვლავის ანთება. კოპენჰაგენის მახლობად, ერესუნის სრუტეში მდებარე კუნძულ ვენზე დააარსა ურანიბორგის ობსერვატორია, აღჭურვა თავისივე ხელმძღვანელობით დამზადებული საუკეთესო ხელსაწყოებით და ხელმძღვანელობდა მას 1576-1597 წლებში. აქ 21 წლის მანძილზე ბრაჰე აკვირდებოდა ვარსკვლავებს, პლანეტებსა და კომეტებს და დიდი სიზუსტით განსაზღვრა მათი მდებარეობა ცაზე. ესაა მისი მთავარი დამსახურება. გარდა ამისა, მთვარის მოძრაობაში ბრაჰემ ორი უთანასწორობა აღმოაჩინა (წლიური უთანასწორობა და ვარიაცია); დაამტკიცა, რომ კომეტები ციური სხეულებია, რომლებიც დედამიწიდან მთვარეზე უფრო შორს არიან. შეადგინა რეფრაქციის ცხრილები. ბრაჰემ არ ცნო სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა და მის ნაცვლად შემოიტანა ახალი სისტემა, რომელიც პტოლემესა და ნიკოლოზ კოპერნიკის სისტემათა ნარევი იყო (მზე ბრუნავს სამყაროს ცენტრში მდებარე დედამიწის გარშემო, ხოლო პლანეტები — მზის გარშემო). 1597 წელს ბრაჰე იძულებული გახდა დანიიდან გერმანიაში გადასახლებულიყო, ორი წლის შემდეგ კი პრაღაში გადავიდა, იქ მისი თანაშემწე იყო იოჰანეს კეპლერი. ბრაჰეს სიკვდილის შემდეგ კეპლერს დარჩა მისი დაკვირვებების შედეგები, რომელთა საფუძველზე დაადგინა პლანეტების მოძრაობის კანონები.[9] კოპერნიკისგან განსხვავებით, ტიხო ბრაჰე იყო უპირველეს ყოვლისა, ასტრონომიული მოვლენების ვირტუოზული დამკვირვებელი: გააუმჯობესა დაკვირვებისა და გაზომვების ტექნიკა და სიზუსტის მაღალ დონეს მიაღწია; დააპროექტა და შექმნა უფრო დიდი ზომის ახალი ხელსაწყოები, უფრო მდგრადი და გაუმჯობესებული გრადუირებით.[10]
ტიხო ბრაჰე | |
---|---|
დან. Tyge Ottesen Brahe | |
დაბ. თარიღი | 14 დეკემბერი, 1546 |
დაბ. ადგილი | კნუდსტრუპი, სკონე, დანია-ნორვეგიის კავშირი[1] |
გარდ. თარიღი | 24 ოქტომბერი, 1601 |
გარდ. ადგილი | პრაღა, ბოჰემია, საღვთო რომის იმპერია[2] [3] |
დასაფლავებულია | ტინის ტაძარი |
მოქალაქეობა | დანიის სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი[4] , ავტობიოგრაფი, პოეტი, ასტროლოგი[4] , alchemist და მწერალი[5] |
მუშაობის ადგილი | ურანიბორგი |
ალმა-მატერი | კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[1] , ლაიფციგის უნივერსიტეტი[1] და როსტოკის უნივერსიტეტი[6] [7] |
განთქმული მოსწავლეები | ზიმონ მარიუსი, David Gans და Paul Wittich[7] |
მეუღლე | Kirsten Barbara Jørgensdatter |
მამა | ოტე ბრაჰე |
დედა | ბეატ კლაუსდატერ ბილე |
შვილ(ებ)ი | სიდსელ ბრაჰე |
ჯილდოები | Knight of the Order of the Elephant |
ხელმოწერა | |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118514237 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 4.0 4.1 The Fine Art Archive
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 1911 Encyclopædia Britannica/Brahe, Tycho // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
- ↑ 7.0 7.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Tycho Brahe // Encyclopedia Britannica
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 511.
- ↑ Западная философия от истоков до наших дней