სკონე (შვედ. Skåne) შვედეთის 25 ტრადიციული არაადმინისტრაციული პროვინციიდან ყველაზე სამხრეთით მდებარეობს[2], ის მოიცავს სკანდინავიის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს და რამდენიმე კუნძულს. ის შვედეთის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით თითქმის მთლიანად ემთხვევა სკონეს ლენს[3]. პროვინციის უდიდესი ქალაქი არის მალმე, რომელიც ასევე წარმოადგენს შვედეთის სიდიდით მესამე და სკონეს ლენის ადმინისტრაციულ ცენტრს.

პროვინცია
სკონე
Skåne
დროშა გერბი

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 55°48′00″ ჩ. გ. 13°37′00″ ა. გ. / 55.80000° ჩ. გ. 13.61667° ა. გ. / 55.80000; 13.61667
ფართობი 10,939[1] კმ²
სალაპარაკო ენები სკონეს დიალექტი
მოსახლეობა 1,228,815[1] კაცი (2009)
სიმჭიდროვე 112.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 040–0418
ოფიციალური საიტი http://skane.com

სკონეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ორი პროვინცია ხალანდი და სმოლანდი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბლეკინგე, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ბალტიის ზღვა ხოლო დასავლეთით ერესუნის უბე. 2000 წლიდან ის ორესუნის ხიდით[4] დაუკავშირდა დანიის კუნძულ ზელანდიას.

პროვინცია 1658 წლამდე როსკილეს ხელშეკრულებამდე შედიოდა დანიის სამეფოში.[5] ეს შემდგომ წლებში კიდვ რამდენიმე ხელშეკრულებით იქნდა დადასტურებული: 1660 წელს კოპენჰაგენის ხელშეკრულებით, 1679 წელს ლუნდის ხელშეკრულებით და 1700 წელს ტრავენდალის ხელშეკრულებით. დანიელების მბოლო მცდელობა დაებრუნებინათ რეგიონი, 1710 წელს ჰელსინბორგის ბრძოლაში მათი დამარცხებით დასრულდა.[6] 1658-1720 წლები შვედეთის ჯარების მოსახლეობის მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა. რეგიონი 1720 წლამდე არ მოიაზრებოდა შვედეთის შემადგენელ ნაწილად, მას დაპყრობილი უცხო მიწა ეწოდებოდა. XIX საუკუნუს დასაწყისამდე შვედეთი მიმართავდა რეგიონის მოსახლეობის იძულებით ასიმილაციას. დღემდე მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე სკონეს დიალექტი უნდა ჩაითვალოს თუ არა შვედურად.

სკონე მოიცავს დაახლოებით შვედეთის მთლიანი ტერიტორიის 3%-ს, ხოლო მისი მოსახლეობა შეადგენს შვედეთის მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს.[1] პროვინციის მოსახლეობის დაახლოებით 16% წარმოადგენს უცხოეთში დაბადებულს.[7] სკონე სიმჭიდროვის მიხედვით, შვედეთის მასშტაბით სედერმანლანდის პროვინციის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Albertsson, Rolf (2007). "Half-timbered houses დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links". Malmö 1692 - a historical project. Malmö City Culture Department and Museum of Foteviken. Retrieved 16 January 2007.
  • Anderson, Carl Edlund (1999). Formation and Resolution of Ideological Contrast in the Early History of Scandinavia. PhD dissertation, Department of Anglo-Saxon, Norse & Celtic (Faculty of English), University of Cambridge, 1999.
  • Björk, Gert and Henrik Persson. "Fram för ett öppet och utåtriktat Skåne". Sydsvenskan, 20 May 2000. Reproduced by FSF. (In Swedish). Retrieved 3 April 2008.
  • Bjurklint Rosenblad, Kajsa (2005). Scenografi för ett ståndsmässigt liv: adelns slottsbyggande i Skåne 1840-1900. Malmö: Sekel, 2005. ISBN 978-91-975222-3-6.
  • Bonney, Richard (1995). Economic Systems and State Finance. Oxford University Press. ISBN 978-0-19-820545-6.
  • Craig, David J. (2003). "Monument to Love". Boston University Bridge, 29 August 2003,· Vol. VII, No. 1. Retrieved 2 April 2008.
  • Danish National Archives (2006). Lensregnskaberne 1560-1658. (In Danish). Retrieved 20 Oct. 2006.
  • City of Lund (2006).Touchdowns in the History of Lund დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 10 January 2006.
  • Gårding, Eva (1974). "Talar skåningarna svenska". Svenskans beskrivning. Ed. Christer Platzack. Lund: Institutionen för nordiska språk, 1973. (In Swedish)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Statistics Sweden
  2. Skåne. ne.se. ციტირების თარიღი: 3 March 2010.
  3. index - Länsstyrelsen i Skåne. Lansstyrelsen.se. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  4. Prices | Øresundsbron. Uk.oresundsbron.com. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  5. Graham, Brian and Peter Howard, eds. (2008). The Ashgate Research Companion to Heritage and Identity. Ashgate Publishing. ISBN 978-0-7546-4922-9, p. 79
  6. Berömda svenska slag, 1700-tal (1c). Algonet.se (2007-01-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-25. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
  7. Skåne i siffror დაარქივებული 2007-11-16 საიტზე Wayback Machine. . Den skånska resan mot framtiden. Länsstyrelsen i Skåne län, 14 February 2008. Retrieved 12 April 2008.