ტინიანი
ტინიანი (ინგლ. Tinian) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და დაუსახლებელ კუნძულ აგიხანთან ერთად ქმნის ტინიანის მუნიციპალიტეტს.
მშობ. სახელი: ინგლ. Tinian | |
---|---|
გეოგრაფია | |
15°00′ ჩ. გ. 145°38′ ა. გ. / 15.000° ჩ. გ. 145.633° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 101,01 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 170 მ |
მუნიციპალიტეტი | ტინიანი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3136 ად. (2010) |
სიმჭიდროვე | 31,046 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებატინიანის კუნძული მდებარეობს მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ჯგუფში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 4,5 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული საიპანი, 100 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით — კუნძული როტა, უფრო შორს, 163 კმ-ში კუნძული გუამი, რომელიც ცალკე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი[1]. უახლოესი მატერიკი — აზია, მდებარეობს 2800 კმ-ში[2].
ტინიანის კუნძულს აქვს მარჯნული წარმოშობა და წარმოადგენს ამოწეულ ატოლს[2]. კუნძულის რელიეფის საფუძველს შეადგენენ ტერასები ზომით 20 კმ 9 კმ-ზე. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 170 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 101,01 კმ²-ს (სიდიდით მესამე კუნძული მარიანას არქიპელაგში)[1].
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. წლის საშუალო ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2000 მმ-ს[2]. კუნძულზე ხდება ციკლონები[2].
ისტორია
რედაქტირებატინიანის კუნძული დასახლდა დაახლოებით 4000 წლის წინ. კუნძულის მკვიდრი მოსახლეობაა ჩამორო. კუნძულზე შენარჩუნებულია ძველი ქვის ბოძები, ძალიან მსგავსი, მაგალითად, ნან-მადოლთან (მიკრონეზიის ფედერაციული შტატები), პალაუს მეგალითებთან ან აღდგომის კუნძულის მოაისთან. ამ ნაგებობების საერთო წონა აჭარბებს ტონას, ხოლო სიმაღლე შეადგენს დაახლოებით 6 მეტრს.
კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც ტინიანი აღმოაჩინა 1669 წელს[3]. XVII საუკუნის დასასრულს მარიანას არქიპელაგი გახდა ესპანეთის სამფლობელო.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[4]. 1907 წლიდან ტინიანი იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[4].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[4]. ამ პერიოდში კუნძულ ტინიანზე აქტიურად ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა, უპირველეს ყოვლისა, შაქრის ლერწმის მოყვანა[5]. 1944 წელს კუნძული დაიპყრო აშშ-ის ჯარმა, რომლებმაც მალე ტინიანზე განალაგეს სამხედრო ავიაციის ბაზა. 1945 წლის აგვისტოში კუნძულზე არსებული ამერიკული ავიაბაზიდან სტარტი აიღეს ბომბდამშენებმა, რომლებმაც განახორციელეს ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა[5].
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წელს ტინიანის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 3136 ადამიანს[6], რაც შეადგენს მთელი ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობის 6 %-ს. ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 75 %-ს შეადგენს ქვეყნის მკვიდრი ხალხი — ჩამოროელები და კაროლინის კუნძულებიდან წამოსული კაროლინელები. ტინიანის კუნძულზე ასევე ცხოვრობენ აზიელები და ევროპელები. სასაუბრო ენებია — ინგლისური, ჩამორო, იაპონური. მოსახლეობა ქრისტიანობის (კათოლიციზმი) აღმსარებელია.
კულტურა
რედაქტირებაჩამოროელთა ადგილობრივი კულტურა ჩამოყალიბდა ესპანური (კუნძული 200 წლის მანძილზე იყო ესპანეთის კონტროლ ქვეშ) და იაპონური კულტურის გავლენით. ესპანური გავლენა გამოიხატება არა მხოლოდ იმით, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები კათოლიკები არიან, არამედ ადგილობრივი ცეკვით ჩა-ჩა-ჩა. ტინიანზე იაპონური კვალია — ადგილობრივი ძინძა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Oceandots.com. ტინიანის კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-28. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. ტინიანის კუნძული. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-28. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. ტინიანის კუნძული. (გერმანული)]
- ↑ 4.0 4.1 4.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
- ↑ 5.0 5.1 [მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული] ბრიტანიკა. ტინიანის კუნძული. (ინგლისური)[მკვდარი ბმული]
- ↑ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-28.