როტა (კუნძული)
როტა (ინგლ. Rota) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის როტას მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Rota | |
---|---|
გეოგრაფია | |
14°09′13″ ჩ. გ. 145°12′11″ ა. გ. / 14.15361° ჩ. გ. 145.20306° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 85,39 კმ² |
სიგრძე | 19 კმ |
სიგანე | 8 კმ |
უმაღლესი წერტილი | 491 მ |
მუნიციპალიტეტი | როტა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2527 ად. (2010) |
სიმჭიდროვე | 29,594 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაროტას კუნძული მდებარეობს მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 58 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კუნძული გუამი, 90 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული ტინიანი[1]. უახლოესი მატერიკი — აზია მდებარეობს 3000 კმ-ში[2].
როტას კუნძულს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. ნაპირები კლდოვანია, კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფით. კუნძულ როტას სიგრძე შეადგენს დაახლოებით 19 კმ-ს, სიგანე — 8 კმ-ს[1]. კუნძულ როტას უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა მანირა, რომელიც აღწევს 491 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 85,39 კმ²-ს.
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ციკლონები[2].
ისტორია
რედაქტირებაკუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი ზღვაოსანი ფერნანდო მაგელანი, რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1521 წელს[3]. XVII საუკუნის დასასრულს მარიანას არქიპელაგი გახდა ესპანეთის სამფლობელო.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[4]. 1907 წლიდან როტა იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[4].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[4]. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულ როტაზე რაიმე საომარი მოქმედებები არ წარმოებდა[5].
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წელს როტას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 2527 ადამიანს[6] (მათ შორის დიდი უმრავლესობა — ჩამოროს ხალხის წარმომადგენლებია). ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი სონგსონგი.
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულზე მოქმედებს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ყველაზე დიდი — როტას საერთაშორისო აეროპორტი. ვითარდება ტურიზმი[5].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Oceandots.com. კუნძული აგიხანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-14. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-28.
- ↑ [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული როტა. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-28. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული როტა. (გერმანული)]
- ↑ 4.0 4.1 4.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)
- ↑ 5.0 5.1 PIBHMC. კუნძული როტა. (ინგლისური)
- ↑ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-28.