აგიხანი
აგიხანი (ინგლ. Aguijan) — დაუსახლებელი კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ტინიანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Aguijan | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°51′13″ ჩ. გ. 145°33′34″ ა. გ. / 14.85361° ჩ. გ. 145.55944° ა. გ. |
ფართობი | 7,10 კმ² |
სიგრძე | 4 კმ |
სიგანე | 1 კმ |
უმაღლესი წერტილი | 157 მ |
მუნიციპალიტეტი | ტინიანი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული აგიხანი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეანის წყლები. კუნძულიდან 8 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ტინიანი[1]. უახლოესი მატერიკი — აზია, მდებარეობს 3000 კმ-ში[2].
კუნძულ აგიხანს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[3]. კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 4 კმ-ს, სიგანე — 1 კმ-ს[1]. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 157 მეტრს[2]. კუნძულის ფართობი შეადგენს 7,10 კმ²-ს.
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ციკლონები[2].
აგიხანს ასევე უწოდებენ «თხების კუნძულს» იმიტომ, რომ ძველად მასზე არსებობდა მაცხოვრებლების მიერ შემოყვანილი თხების მცირე პოპულაცია. შემდგომში თხები გაიყვანეს აგიხანის კუნძულიდან[4].
ისტორია
რედაქტირებაXVII საუკუნის ბოლოს მარიანას არქიპელაგი გახდა ესპანეთის სამფლობელო.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[5]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[5].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[5]. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე მდებარეობდა იაპონელთა გარნიზონი[4].
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წლისთვის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის ყველა კუნძული, მათ შორის, აგიხანის კუნძულიც, დაუსახლებელია.[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Oceandots.com. კუნძული აგიხანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული აგიხანი. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული აგიხანი. (გერმანული)]
- ↑ 4.0 4.1 PIBHMC. კუნძული აგიხანი. (ინგლისური)
- ↑ 5.0 5.1 5.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)