ტერიგენული ნალექები
ტერიგენული ნალექები, ტერიგენული დანალექები, ტერიგენული ქანები (ლათ. terra — მიწა და ბერძ. γενης — დაბადება, წარმოშობა) — ფხვიერი ნალექები ან კლასტური ქანები, რომლებიც შედგებიან ხმელეთის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ქანების ნატეხების ან მინერალების მარცვლებისაგან. ტერიგენული ნალექები გროვდება წყალსატევებში (ზღვები, ტბები) ან ხმელეთის ზედაპირზე. ტერიგენული ნალექები დიდწილად ზღვიური და ოკეანურია. ასრულებენ არსებით ეკოლოგიურ როლს ბიოცენოზების ცხოვრებაში. ტერიგენული ნალექების შედეგად წარმოიქმნება კლასტური ქანები.
ტერიგენული ნალექები | |
---|---|
ტერიგენული ნალექების ერთ-ერთი კომპონენტი — კენჭი | |
ცნობები | |
ტიპი | დანალექი |
გამოიყენება | მშენებლობაში |
ტერიგენული ქანებს მიეკუთვნება ლოდი, კაჭარი, კენჭი, ხრეში, ქვიშა და კონტინენტური წარმოშობის ლამი (წითელი, მწვანე, ლურჯი და სხვა). ტერიგენული ნალექები როგორც წესი ყალიბდება შელფსა და კონტინენტურ კალთაზე. ჩვეულებრივ მის შემადგენლობაშია 80-90 % მინერალურ მარცვლები და 10-20 % ბიოგენური ნალექები.
ნატეხების ზომების მიხედვით იყოფა ფსეფიტებად (ნატეხების ზომები 2 მმ-ზე მეტი, 10 მ-მდე), ფსამიტებად (0,05-2 მმ), ალევრიტებად (0,005-0,05 მმ, სხვა კლასიფიკაციით 0,01-0,1 მმ) და პელიტებად (0,005 მმ-ზე ნაკლები, სხვა კლასიფიკაციით 0,01 მმ-ზე ნაკლები). მრავალი ტერიგენული ქანი წარმოადგენს ძვირფას სასარგებლო წიაღისეულს. გამოიყენება როგორც ბუნებრივი სამშენებლო მასალა, შუშის წარმოების ნედლეული, ცემენტი, კერამზიტი. ფორიანი ტერიგენული ნალექები ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მიწისქვეშა წყლების კოლექტორებია. ტერიგენული ნალექები დანალექი ქანებია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Мала гірнича енциклопедія : у 3 т. / за ред. В. С. Білецького. — Д. : Східний видавничий дім, 2004—2013.