ფსამიტი
ფსამიტი (ბერძ. psamitēs – ქვიშიანი) — დანალექი ქანები, რომლებიც შედგება (50% და მეტი) 0,05-1 მმ ზომის მინერალთა მარცვლებისა და ქანების ნატეხებისაგან. ფხვიერი ფსამიტი არის ქვიშა, ბუნებრივად შეცემენტებული კი ქვიშაქვა. განარჩევენ მონომინერალურ, ოლიგომიქტურ და პოლიმინერალურ ქანებს. მონომინერალური ქანებია უფრო ხშირად კვარცი, ოლიგომიქტური — მინდვრის შპატ-კვარცული, ხოლო პოლიმინერალური — არკოზი და გრაუვაკა.
ფსამიტი წარმოიქმნება მთის ქანების ფიზიკური გამოქარვის და ნატეხების გადატანისა და დალექვის შედეგად.
ფსამიტი წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, იყენებენ საშენ მასალად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 408.