არკოზი (ფრანგ. Arcose) — გრანიტის, გნაისისა და მათი მსგავსი მჟავე ქანების დაშლით წარმოქმნილი ფხვიერი მასალა. შედგება კვარცისა (60 %) და მინდვრის შპატის (დაახლ. 25 %) მარცვლებისაგან, ზოგჯერ ქარსის მინარევით. არკოზული მასალის შეცემენტებით წარმოიქმნება არკოზული ქვიშაქვა. მაცემენტებელია თიხა, ჰიდროქარსი, კარბონატი, კვარცი და სხვ. ზოგჯერ ცემენტი ცოტაა და არკოზული ქვიშაქვა გრანიტოიდსა ჰგავს.

არკოზი

არკოზული ქვიშაქვა გავრცელებულია ნაოჭა მხარეებში, მ.შ. კარბონულ, პერმულ, იურულ და სხვა გეოლოგიურ სისტემებში. გამოხატულია საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საქართველოში და სხვ. ხანდახან შეიცავს მინერალებსაც.

აქვს მკრთალი-მონაცისფრო და მოვარდისფრო შეფერილობა.

ლიტერატურა

რედაქტირება