ფსეფიტი
ფსეფიტი (ბერძ. psēphos – რიყის ქვა) — დანალექი ქანები, რომლებიც შედგება არანაკლებ 1 მმ ზომის ნატეხებისაგან. ფსეფიტების ამგები ნატეხები შეიძლება იყოს დამრგვავებული (კაჭარი, რიყის ქვა, ხრეში) და დაუმრგვალებელი (ლოდი, ღორღი). განასხვავებენ ფხვიერ (მაგ., რიყნარი) და შეცემენტებულ (კონგლომერატი, ბრექჩია) ფსეფიტებს. ფსეფიტი გამოიყენება საშენ მასალად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 409.