ალევრიტი (ბერძ. aleuron — ფქვილი) — დანალექი ფხვიერი ქანი, დედაქანის დაშლის პროდუქტი. შედგება წვრილი (0,1-0,01 მმ ზომის) ნამსხვრევი დაკუთხული მასალისაგან. ტერმინი ალევრიტი შემოიღო გეოლოგმა ალექსანდრე ზავარიცკიმ 1930 წელს. მარცვლების ზომის მიხედვით ალევრიტი გარდამავალია ფსამიტსა (ქვიშას) და პელიტს (თიხას) შორის. წარმოშობით ქვიშისაგან არ განსხვავდება. ალევრიტს განეკუთვნება მტვერი, შლამი, ლიოსი და სხვა. ლითიფიკაციის შედეგად გარდაიქმნება ალევროლითად. ალევრიტი გამოიყენება ცემენტის დამზადებისას.

ალევრიტი
SiltstoneUSGOV.jpg
ალევრიტი
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში

ლიტერატურარედაქტირება