ალექსანდრე ზავარიცკი

რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ზავარიცკი (რუს. Заварицкий, Александр Николаевич; დ. 14 მარტი [ ძვ. სტ. 2 მარტი] 1884, უფა, — გ. 23 ივლისი 1952, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). პროფესორი 1921 წლიდან.

ალექსანდრე ზავარიცკი
დაბ. თარიღი 2 (14) მარტი, 1884
დაბ. ადგილი უფა, Ufa Governorate, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 23 ივლისი, 1952(1952-07-23)[1] (68 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Boris Piip
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და ლენინური პრემია

1909 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1915–1935 წლებში მუშაობდა გეოლოგიურ კომიტეტში (შემდეგ — საკავშირო გეოლოგიურ ინსტიტუტში); 1939–1941 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი; 1944–1954 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვულკანოლოგიის ლაბორატორიის ორგანიზატორი და დირექტორი; 1946–1949 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგია-გეოგრაფიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

ზავარიცკის შრომები მოიცავს გეოლოგიური მეცნიერების მრავალ დარგს: პეტროლოგიას, მინერალოგიას, კრისტალოგრაფიას, ვულკანოლოგიას, სასარგებლო წიაღისელის საბადოთა და ზოგად გეოლოგიას. ზავარიცკიმ დაამუშავა ქანების ქიმიური შემადგენლობის გამოსახვის გეომეტრიული მეთოდი, რამაც ხელი შეუწყო პეტროლოგიის ერთ-ერთი დარგის პეტროქიმიის განვითარებას. მან სრულყო ცნობილი რუსი მეცნიერის ევგრაფ ფიოდოროვის მინერალთა ოპტიმალური კვლევის მეთოდი. ზავარიცკის ეკუთვნის მნიშვნელოვანი პეტროლოგიური და გეოლოგიური გამოკვლევები ურალზე, ყაზახეთში და კავკასიაში. მან დეტალურად შეისწავლა კამჩატკა-კურილის კუნძულთა რკალის თამანედროვე, ხოლო სომხეთისა და ურალის ძველი ვულკანიზმი. ზავარიცკის სახელი ეწოდა მინერალსზავარიცკიტი.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1943,1946) და ლენინური (1958) პრემიები. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით.

თხზულებები

რედაქტირება
  • Гора Магнитная и ее месторождения железных руд, в. 1, ч. 1—3, Л., 1923—27 (Тр. Геологического комитета. Новая серия, в, 122);
  • Геологический очерк месторождений медных руд на Урале, ч. 1—2, Л., 1927—29 (Тр. Геологического комитета. Новая серия, в, 173);
  • Физико - химические основы петрографии изверженных горных пород, Л., 1926;
  • Введение в петрохимию изверженных горных пород, 2 изд., М. — Л., 1950;
  • Изверженные горные породы, М., 1955;
  • Избр. труды, т. 1—4, М., 1956—63.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бетехтин А. Г., О работах А. Н. Заварицкого в области учения о рудных месторождениях, "Записки Всесоюзного минералогического общества", 1953, т. 82, в. 2; А. Н. Заварицкий. [Некролог], там же.