ევგრაფ ფიოდოროვი
ევგრაფ სტეფანეს ძე ფიოდოროვი (რუს. Фёдоров, Евграф Степанович; დ. 22 დეკემბერი [ძვ. სტ. 10 დეკემბერი], 1853, ორენბურგი, — გ. 21 მაისი, 1919, პეტროგრადი) — რუსი კრისტალოგრაფი, გეომეტრი, მინერალოგი, პეტროგრაფი და გეოლოგი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1919).
ევგრაფ ფიოდოროვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 (22) დეკემბერი, 1853 |
დაბ. ადგილი | ორენბურგი[1] [2] |
გარდ. თარიღი | 21 მაისი, 1919[1] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] [2] |
დასაფლავებულია | სმოლენსკის მართლმადიდებლური სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი |
საქმიანობა | მათემატიკოსი[2] , პროფესორი, კრისტალოგრაფი[2] , მინერალოგი[2] , mining engineer, ბუნებისმეტყველი[2] , გეოლოგი[2] და სამეცნიერო მუშაკი[2] |
მუშაობის ადგილი | სამთო ინსტიტუტი და პეტრეს სოფლის მეურნეობის აკადემია |
ალმა-მატერი | სამთო ინსტიტუტი |
განთქმული მოსწავლეები | Anatoliy Boldyrev, Aleksandr Polkanov და Dmitry Artemyev |
ჯილდოები | წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი |
ხელმოწერა | |
ევგრაფ ფიოდოროვმა 1883 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1886-1894 წლებში — მუშაობდა გეოლოგიურ კომიტეტში, 1894–1895 წლებში — ურალში სამთო ინჟინრად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო (1895-1905) და პეტერბურგის სამთო (1896–1900 წლები და 1905 წლიდან) ინსტიტუტებში. 1905–1910 წლებში იყო პეტერბურგის სამთო ინსტიტუტის პირველი არჩევითი დირექტორი.
ფიოდოროვი თანამედროვე სტრუქტურული კრისტალოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1890 წელს გამოიყვანა 230 სივრცითი ჯგუფი (ე.წ. ფიოდოროვის ჯგუფი). 1880 წელს დაამუშავა ორწრედიანი გონიომეტრის პროექტი. 1891 წელს გამოიგონა უნივერსალური ოპტიკური ხელსაწყო — ფიოდოროვის მაგიდა.
მრავალი შრომა მიუძღვნა თეორიული და რეგიონული პეტროგრაფიის, მინერალოგიის, ფიზიკური გეოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის საკითხებს. 1901-1905 წლებში იყო პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტი, 1896 წლიდან — ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
თხზულებები
რედაქტირება- Начала учения о фигурах, [М.], 1953;
- Симметрия и структура кристаллов. Основные работы, [М.], 1949 (лит.).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 328.
- Шафрановский И. И., Е. С. Федоров, великий русский кристаллограф, М., 1945(лит.);
- Кристаллография. Сб., в. 3, Л., 1955;
- руды института истории естествознания и техники, в. 10, М., 1956, с. 5–84; Универсальный столик Е. С. Федорова. [Сб.], М., 1953.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Фёдоров Евграф Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Czech National Authority Database