ტატო გრიგალაშვილი

ქართველი ძიუდოისტი

ტატო გრიგალაშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1999, ხაშური[ა]) — ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2019 წლის ზაფხულის უნივერსიადის პრიზიორი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დასახელდა 2022 და 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად. 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.[4]

ტატო გრიგალაშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1999 (1999-12-01) (24 წლის)
დაბ. ადგილი ხაშური, საქართველო
წონა 81 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო

ბიოგრაფია რედაქტირება

2018 წლის სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. 2019 წელს გახდა ბრინჯაოს მედალოსანი ნეაპოლის საზაფხულო უნივერსიადაზე. 2019 წლის სექტემბერში მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ხოლო ერთი თვის შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.

2020 წელს მან დიუსელდორფის დიდი სლემის ტურნირი მოიგო, როდესაც ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. 2020 წლის ნოემბერში გრიგალაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2020 წლის ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 21 წლის ასაკში კონტინენტის ჩემპიონი გახდა, როდესაც ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა.

2021 წლის წინაოლიმპიურ მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში, 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალი დათმო ბელგიელ მატიას კასესთან.

2022 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.[5][6]

2023 წლის 10 მაისს დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილმა წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ბელგიელს მოუგო.[7][8]

2023 წლის 4 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ჯაკარტელი სიბგატულა არაბი, ირლანდიელი ბარაშ გლისონი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა და ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან (გიორგი რევაზიშვილი) დამარცხდა. თავიდან ტატომ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ თვითონ გააფრთხილეს ორჯერ, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქემ ვაზარი მოიპოვა და ბრძოლაც მოიგო.[9][10]

2023 წლის 5 ნოემბერს ევროპის ძიუდოს კავშირმა მონპელიეში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ევროპის წლის საუკეთესო ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დააჯილდოვა.[11]

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მსოფლოს 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა — შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოცხადდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ამ გამოკითხვის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.[12]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო   მონპელიე, საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატი 2023 -81 კგ  
ძიუდო   ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო მასტერსი ბუდაპეშტი 2023 -81 კგ  
ძიუდო   დოჰა, კატარი მსოფლიო ჩემპიონატი 2023 -81 კგ  
ძიუდო   პარიზი, საფრანგეთი გრანდ სლემი პარიზი 2023 -81 კგ  
ძიუდო   იერუსალიმი, ისრაელი მსოფლიო მასტერსი 2022 -81 კგ  
ძიუდო   ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი 2022 -81 კგ  
ძიუდო   ზაგრები, ხორვატია გრან-პრი ზაგრები 2022 -81 კგ  
ძიუდო   თბილისი, საქართველო გრანდ სლემი თბილისი 2022 -81 კგ  
ძიუდო   სოფია, ბულგარეთი ევროპის ჩემპიონატი 2022 -81 კგ  
ძიუდო   პარიზი, საფრანგეთი გრანდ სლემი პარიზი 2022 -81 კგ  
ძიუდო   დოჰა, კატარი მსოფლიო მასტერსი 2021[13] -81 კგ  
ძიუდო   ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო ჩემპიონატი 2021 -81 კგ  
ძიუდო   პარიზი, საფრანგეთი გრანდ სლემი პარიზი 2021 -81 კგ  
ძიუდო   პრაღა, ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატი 2020 -81 კგ  
ძიუდო   დიუსელდორფი, გერმანია გრანდ სლემი დიუსელდორფი 2020 -81 კგ  
ძიუდო   მარაკეში, მაროკო ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 -81 კგ  
ძიუდო   ვანტაა, ფინეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019 -81 კგ  
ძიუდო   კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი 2018 -81 კგ  
ძიუდო   ზაგრები, ხორვატია გრან-პრი ზაგრები 2019 -81 კგ  
ძიუდო   ბუდაპეშტი, უნგრეთი გრან-პრი ბუდაპეშტი 2019 -81 კგ  
ძიუდო   ნეაპოლი, იტალია მსოფლიო უნივერსიადა 2019 -81 კგ  
ძიუდო   ბაქო, აზერბაიჯანი გრანდ-სლემი ბაქო 2019 -81 კგ  
ძიუდო   თბილისი, საქართველო გრან-პრი თბილისი 2019 -81 კგ  
ძიუდო   სოფია, ბულგარეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2018 -81 კგ  
ძიუდო   ანთალია, თურქეთი გრან-პრი ანტალია 2018 -81 კგ  
ძიუდო   ზაგრები, ხორვატია ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017 -73 კგ  
ძიუდო   მარიბორი, სლოვენია ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2017 -73 კგ  
ძიუდო   სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი 2017 -73 კგ  
ძიუდო   ბერლინი, გერმანია ჭაბუკებს შორის ევროპის თასი 2016 -73 კგ  
ძიუდო   ანთალია, თურქეთი ჭაბუკებს შორის ევროპის თასი 2016 -73 კგ  

შენიშვნები რედაქტირება

  1. საკუთარ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დაიბადა ხაშურში.[1] სხვა წყაროებში დაბადების ადგილად აღნიშნულია ქარელი ან გორი.[2][3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

თემატური საიტები
AllJudo.net · EJU · IFJ · JudoInside · Olympedia · Olympics.com · TheSports.org
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge

სქოლიო რედაქტირება

  1. ხურციძე, ეთო (19 დეკემბერი, 2020). „ტატო გრიგალაშვილი: როგორც მე ვერკვევი ძიუდოს წესებში, ასეა დედაც“. tbiliselebi.ge. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „ტატო გრიგალაშვილი“. sport.gov.ge. ქართული სპორტი. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. ტატო გრიგალაშვილი (1999). nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2022
  4. Grigalashvili: King of the World
  5. ოლიმპიურმა კომიტეტმა ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა
  6. ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა
  7. ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
  8. Georgia - Factory of Champions
  9. ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე
  10. ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
  11. ევროპის ძიუდოს კავშირმა გრიგალაშვილი და გუჯეჯიანი დააჯილდოვა
  12. ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დაასახელეს
  13. Judo results of Tato Grigalashvili // judoinside.com