სულხან მოლაშვილი

ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი

სულხან მოლაშვილი (დ. 19 ნოემბერი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 29 ივნისი, 2016, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრამდე.[1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

სულხან მოლაშვილი
სულხან მოლაშვილი
სულხან მოლაშვილი (მარცხნივ) და ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მაისი, 2001 – 4 იანვარი, 2004
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედირევაზ შავიშვილი
მემკვიდრეზურაბ სოსელია

დაბადებული19 ნოემბერი, 1969
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი29 ივნისი, 2016 (46 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიამოქალაქეთა კავშირი
მამათამაზ მოლაშვილი
მეუღლეთათია ბახტურიძე
შვილები3
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი, იურისტი

2004 წლის 23 აპრილს სულხან მოლაშვილი დაკავებული იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით. იმავე წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამუშაო გამოცდილება

რედაქტირება

სულხან მოლაშვილი დაიბადა 1969 წლის 19 ნოემბერს, თბილისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.[2]

1986-1987 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა; 1992-1994 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს ინსპექტორი; 1994-1996 წლებში კონსულტანტი.[2]

1996 წელს მოლაშვილი დაინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვან სახელმწიფო მრჩევლად. 2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.[3]

დაპატიმრება

რედაქტირება

სათავეში ნაციონალური მოძრაობის მოსვლიდან რამდენიმე თვის თავზე, კერძოდ, 2004 წლის 23 აპრილს სულხან მოლაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით იქნა დაკავებული.[4][5] მოლაშვილმა, რომელსაც ბრალად ედებოდა 3 მილიონი ლარის მითვისება, ბიუჯეტის სასარგებლოდ 265 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, მიუხედავად ამისა იგი კვლავ პატიმრობაში დატოვეს.[6] 2004 წელს გავრცელდა პატიმრობაში მყოფი მოლაშვილის ფოტოები, რომელსაც მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა.[7][8] იმავე წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.[9] 2005 წლის სექტემბერში საქართველოს სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.[10]

2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის თხოვნის საფუძველზე, მოლაშვილი შეიწყალა.[11]

მოლაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ საპატიმროში მის წამებაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილიც მონაწილეობდნენ.[12][13] სულხან მოლაშვილის მიერ 2012 წელს „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია:

 
„ესენი გახლავთ გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი, ელექტროშოკით და სიგარეტის გამოყენებით მაწამეს. ისინი მოითხოვდნენ, მხოლოდ ერთი წინადადება დაწერე, რომ სააკაშვილის მიერ იუსტიციის მინისტრობისას გაფლანგული ფულის შესახებ კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული დასკვნები თითქოსდა შევარდნაძის პოლიტიკური შეკვეთა ყოფილიყო. მხოლოდ ამ ერთ ფრაზას ითხოვდნენ. როცა ეს ამბავი გახმაურდა, სტრასბურგის წყალობით ეს შეწყდა.[14]

ათწლიანი გამოძიების შემდეგ, 2014 წლის 23 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და დაადგინა, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ დაირღვა ევროკონვენციის 4 მუხლი.[15] ხოლო საქართველოს მთავრობას დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.[16]

სულხან მოლაშვილი ემიგრაციაში საფრანგეთში 2014 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა.[11]

გარდაცვალება

რედაქტირება

სულხან მოლაშვილი, რომელსაც ღვიძლის დაავადების გამო საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ, 2016 წლის 29 ივნისს, 46 წლის ასაკში, დილის 07:00 საათზე გარდაიცვალა.[17]

2 ივლისს მოლაშვილი საფრანგეთიდან თბილისში ჩამოასვენეს.[18] გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.[19] სამედიცინო ექსპერტის მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, დაავადება, რომლის შედეგადაც მოლაშვილი გარდაიცვალა, მას სწორედ პატიმრობის დროს დაემართა.[15]

სულხან მოლაშვილი დაკრძალულია ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე.[20]

სულხან მოლაშვილის სახელობის პრემია

რედაქტირება

საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, 2016 წლის ივნისის თვეში დაწესდა სულხან მოლაშვილის სახელობის 5000-ლარიანი პრემია, რომელიც გადაეცემა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.[21][22]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სულხან მოლაშვილი: კუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაც საკმარისია. Info9.ge (24 დეკემბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2017.. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  2. 2.0 2.1 თინათინ მამულაშვილი (1998-1999). „ვინ ვინაა საქართველოში“,. თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, გვ. 238. ISBN 9992852372. 
  3. მოლაშვილი და საქართველოს მთავრობა მეგობრულად მორიგდნენ. Tabula.ge (30 ოქტომბერი, 2014). დაარქივებულია ECHR: ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  4. სულხან მოლაშვილი კვლავ უკანონო პატიმარია. Humanrights.ge (10 აგვისტო, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი, 2011.. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  5. პროკურატურა: სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა. BM.ge (2 ნოემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  6. მოლაშვილი ფულს იხდის, თუმცა კვლავ პატიმრობაში რჩება. Civil.ge (16 ივლისი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  7. სულხან მოლაშვილის სკანდალური ინტერვიუ: „ციხეში გვამებს აფუჭებდნენ, ორგანოებს აცლიდნენ. For.ge (28 სექტემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  8. საქართველოში პოლიტიკური პატიმრები გამოჩნდნენ. ვინ იქნება შემდეგი?. Humanrights.ge (21 ივლისი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  9. სულხან მოლაშვილს საქართველომ 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. Reportiori.ge (30 ოქტომბერი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  10. სულხან მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მედიანიუსი. Humanrights.ge (13 სექტემბერი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  11. 11.0 11.1 29 ივნისი სულხან მოლაშვილის გარდაცვალების დღეა. Tvalsazrisi.ge (30 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 23 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  12. ნონა მჭედლიშვილი. (31 ოქტომბერი, 2014) 20 000 ევრო და საქმის ხელახალი გამოძიება — ევროსასამართლო სულხან მოლაშვილის საქმეზე. „რადიოთავისუფლება“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  13. სულხან მოლაშვილი: გიგა ბოკერია და ვალერი გრიგალაშვილი ჩემს წამებაში მონაწილეობდნენ!. Reportiori.ge (26 დეკემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  14. სიცრუე” – ბოკერია მის მიერ მოლაშვილის წამების ინფორმაციაზე. Netgazeti.ge (3 მაისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  15. 15.0 15.1 სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ - ტელემედიის მიმოხილვა. Mediachecker.ge (30 ივლისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  16. (2017) 2017 წლის ანგარიში — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი. საქართველოს პარლამენტი, გვ. 76. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.  დაარქივებული 2021-10-20 საიტზე Wayback Machine.
  17. სულხან მოლაშვილი პარიზში გარდაიცვალა. „მაესტრო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021.
  18. რა ხდებოდა აეროპორტში, სადაც სულხან მოლაშვილის ცხედარი ჩამოასვენეს. Ambebi.ge (02 ივლისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  19. მურუსიძის გამოტანილი განაჩენის მიხედვით.... For.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  20. სულხან მოლაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. Info9.ge (05 ივლისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  21. სულხან მოლაშვილის სახელობის დაწესდება. Dfwatch.net (4 ივლისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.
  22. სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიური პრემია - 5 000 ლარი წესდება. Info9.ge (04 ივნისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2021.