დამალა, ტამალასოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფ. დამალა).[1]

სოფელი
დამალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი დამალა
კოორდინატები 41°34′45″ ჩ. გ. 43°17′22″ ა. გ. / 41.57917° ჩ. გ. 43.28944° ა. გ. / 41.57917; 43.28944
დაარსდა 1 მაისი, 1828
ცენტრის სიმაღლე 1380
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1234[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,35 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დამალა — საქართველო
დამალა
დამალა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დამალა
დამალა — ასპინძის მუნიციპალიტეტი
დამალა

მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოების ჭობარეთის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით, ახალციხიდან 36 კილომეტრით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის №671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ძველი ქართული სახელწოდებაა ტამალა, ტამალია. თანამედროვე დამალა დაარსებულია 1829 წელს ერზრუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხების მიერ. სოფელში დგას XIX საუკუნის სურბ-ხაჩის სომხური ეკლესია (განახლდა და კვლავ მოქმედი გახდა 2008 წელს). სოფლის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული „კოხტას ციხე“ და ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი დამალის ეკლესია.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1234 კაცი, უპირატესად სომხები.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1984[2]
2014 1234  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.