დამალის ეკლესია, ტამალის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამალაში. დგას სოფლის აღმოსავლეთით, პატარა ხევის მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

ეკლესია ერთნავიანი შენობაა (12X9 მ). კედლის სისქე არის 75 სმ. ნაშენია მეტი ნაწილი თლილი ქვისაგან. კედლების შუაში კლდის ქვაც არის გამოყენებული. სამხრეთით აქვს სვეტი, რომელიც ორ კარს ქმნის აქეთ-იქით. ეკლესიას შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, ხოლო ჩრდილოეთით აქვს გვერდით ოთახში გასასვლელი. ეკლესია ერთნავიანია და სამხრეთითა და დასავლეთით აქვს გალერეების მსგავსი შენობები. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ოთახია. ეკლესიას სამი სარკმელი აქვს აღმოსავლეთით, ერთი დასავლეთით და ერთიც სამხრეთით. ეკლესიის თაღი ჩაქცეულია საკურთხევლის ნაწილის გარდა. საკურთხეველში სატრაპეზო ქვა კედლის ახლოს დგას. იგი ერთი ქვისგან არის გამოჭრილი. ეკლესია გადახურული ყოფილა ლორფინით, რომელიც ნაწილობრივ ძირსაა ჩამოცვენილი. ეკლესიის კარნიზი ღარის მსგავსია, სამხრეთით გალერეის სვეტი მრგვალია თავში, ხოლო ძირში ოთხკუთხედი.

ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც ჩანს საკურთხეველში. აღმოსავლეთის სარკმელი შემკულია ჯვრების გამოსახულებებით. ეკლესიის სამხრეთით არის რამდენიმე შენობის ნანგრევი.

დამალის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10749