სოფლის მეურნეობა პაკისტანში

სოფლის მეურნეობა პაკისტანის ეკონომიკის წამყვანი სექტორია, რომელიც დიდადაა დამოკიდებული მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.[1] პაკისტანის მთავარი ბუნებრივი რესურსი სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად ვარგისი მიწები და წყალია. სოფლის მეურნეობა პაკისტანის მთლიანი შიდა პროდუქტის 18.9%-ს შეადგენს[2] და მასში სამუშაო ძალის 42.3%-ია დასაქმებული. სოფლის მეურნეობაში წამყვანი პროვინცია პენჯაბია, სადაც ყველაზე მეტად ხორბალი და ბამბა მოჰყავთ. პაკისტანი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა წარმოებული მანგოს რაოდენობით, რომელიც ძირითადად სინდჰისა და პენჯაბის პროვინციებში მოჰყავთ.[3][4] სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები და საქმიანობა პაკისტანის სოფლის მეურნეობის სამინისტორს დაქვემდებარებაშია.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდა პაკისტანში 1961 წლიდან 2015 წლამდე

ძველი ისტორია

რედაქტირება
 
სოფლის მეურნეობა და მიწის გამოყენება პაკისტანში (მხოლოდ სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურები)

ქერისა და ხორბლის კულტივაცია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, განსაკუთრებით ცხვრისა და თხის მოშინაურებასთან ერთად მერგარჰში ძვ.წ. VIII-VI ათასწლეულებში დაიწყეს. მოჰყავდათ ექვსთავა ქერი, ასლი, Ziziphus jujub და მოშინაურებული ჰყავდათ ცხვრები, თხები და სხვა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ძვ.წ. 5500-2600 წლებში ხელსაქმე განვითარდა: დაიწყეს კაჟის, ობსიდიანისა და სხვა მინერალების დამუშავება, ტყავის დამზადება და ლითონის გამოჭედვა. მერგარჰი უწყვეტად იყო დასახლებული ძვ.წ. 2655 წლამდე.[5]

ირიგაცია ინდის ცივილიზაციაში განვითადა (იხილეთ აგრეთვე მოჰენჯო-დარო) ძვ.წ. 4500 წლამდე.[6] ირიგაციის გამოგონების შემდეგ ინდის ცივილიზაცია გაიზარდა და აყვავდა, რასაც დრენაჟისა და მიწისქვეშა სანიტარული სისტემების განვითარება მოჰყვა, შემდეგ კი უფრო მეტი დასახლება შეიქმნა.[6] რთული საირიგაციო და წყლის დაგროვების სისტემები ინდის ცივილიზაციამ განავითარა, მათ შორის ხელოვნური წყალსაცავები გირნარში (ძვ.წ. 3000 წლამდე) და არხების ადრეული სისტემები (დაახლოებით ძვ.წ. 2600 წ.).[7]

ინდის ცივილიზაციაში გუთნის ნაშთები ძვ.წ. 2500 წლით თარიღდება.[8]

წარმოება

რედაქტირება
 
მანგოს ბაღები, მულტანში

2021 წელს პაკისტანმა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებთან ერთად აწარმოა: 67.1 მილიონი ტონა შაქრის ლერწამი (მე-5 უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთისა და ტაილანდის შემდეგ); 25 მლნ ტონა ხორბალი (მე-7 უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში); 10.8 მლნ ტონა ბრინჯი (მე-10 უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში); 6.3 მლნ ტონა სიმინდი (მე-20 ადგილი წარმოების მოცულობის მიხედვით); 4.8 მლნ ტონა ბამბა (მე-5 ადგილი); 4.6 მლნ ტონა კარტოფილი (მე-18 უმსხვილესი მწარმოებელი); 2.3 მლნ ტონა მანგო (მოიცავს მანგოსტანსა და გუავას, მსოფლიოში მეხუთე უმსხვილესი მწარმოებელი ინდოეთის, ჩინეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის შემდეგ); 2.1 მლნ ტონა ხახვი (მე-6 ადგილი); 1.6 მლნ ტონა ფორთოხალი (მე-6 ადგილი); 593 ათასი ტონა მანდარინი; 1.6 მლნ ტონა პომიდორი; 545 ათასი ტონა ვაშლი; 540 ათასი ტონა საზამთრო; 501 ათასი ტონა სტაფილო; 471 ათასი ტონა Phoenix dactylifera (მე-6 უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში) და სხვ.[9]

სოფლის მეურნეობის კულტურები

რედაქტირება
 
ინდის დელტა

პაკისტანში სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია ხორბალი, შაქრის ლერწამი, ბამბა და ბრინჯი, რომლებზეც სოფლის მეურნეობის კულტურების 75%-ზე მეტი მოდის. პაკისტანში სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურა ხორბალია. 2018 წელს ხორბლის მოსავალი 26.3 მილიონ ტონას გაუტოლდა.[10] სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით 2005 წელს პაკისტანში უფრო მეტი ხორბალი აწარმოეს (21 591 400 ტონა), ვიდრე მთლიანად აფრიკაში (20 304 585 ტონა) და მცირედით ჩამორჩებოდა მთელი სამხრეთ ამერიკის მოსავალს (24 557 784 ტონა).[11] პაკისტანში მნიშვნელოვნად შემცირდა საშიში პესტიციდების გამოყენების მასშტაბები.[12]

საერთო ჯამში პაკისტანი სურსათის ექსპორტიორი სახელმწიფოა, გარდა იმ წლებისა, როდესაც მოსავალი გვალვების შედეგად ძალიან ზარალდება. პაკისტანს ექსპორტზე გააქვს ბრინჯი, ბამბა, თევზი, ხილი (განსაკუთრებით მანგო და ფორთოხალი) და ბოსტნეული. პაკისტანი აზიის მასშტაბით აქლემების უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს, მე-2 ადგილზეა ღიისა და გარგარის წარმოებით და მე-3 ადგილზე ბამბის, ხახვისა და რძის ბაზრის მიხედვით.

მეცხოველეობა

რედაქტირება
 
ხორბლის მინდვრები პენჯაბის პროვინციაში

პაკისტანის ეკონომიკური გამოკვლევის მიხედვით[13] მეცხოველეობის სექტორს დამატებით სოფლის მეურნეობის სექტორის ნახევარი ღირებულება აქვს, რაც პაკისტანის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 11%-ს უტოლდება და უფრო მეტია, ვიდრე სოფლის მეურნეობის კულტურების წილი.

მთავარი ყოველდღიური გაზეთის Jang-ის მოხსენებით, პაკისტანში 24.2 მილიონი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 26.3 მილიონი კამეჩი, 24.9 მილიონი ცხვარი, 56.7 მილიონი თხა და 800 000 აქლემია. დამატებით, შინაური ფრინველების რაოდენობა 530 მილიონამდე ფრინველს ითვლის ყოველწლიურად. შინაური ცხოველები აწარმოებენ: 24.472 მილიონ ტონა რძეს, რითიც პაკისტანი რძის მე-4 უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში; 1.115 მილიონ ტონა საქონლის ხორცს; 740 000 ტონა ცხვრის ხორცს, 416 000 ტონა შინაური ფრინველების ხორცს, 8.528 მილიარდ კვერცს, 40.2 ათას ტონა ბამბას, 21.5 ათას ტონა ბეწვსა და 51.2 მილიონ კანს.[14]

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2006 წლის მოხსენების მიხედვით, პაკისტანის მთავრობის ინიციატივები რძის შეგროვების მოდერნიზაციისა და რძისა და რძის პროდუქტების შენახვის პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.[15]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Rehman, Abdul; Jingdong, Luan; Shahzad, Babar; Chandio, Abbas Ali; Hussain, Imran; Nabi, Ghulam; Iqbal, Muhammad Shahid (2015-11-01). „Economic perspectives of major field crops of Pakistan: An empirical study“. Pacific Science Review B: Humanities and Social Sciences (ინგლისური). 1 (3): 145–158. doi:10.1016/j.psrb.2016.09.002. ISSN 2405-8831.
  2. Agriculture - Ministry of Finance.[მკვდარი ბმული]
  3. Data (1996). ციტირების თარიღი: 2020-07-12
  4. Report on mangoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-10. ციტირების თარიღი: 2020-07-12
  5. Possehl, Gregory L. 1996. "Mehrgarh." Oxford Companion to Archaeology, edited mnas, masmm ma, nckmnakby Brian Fagan. Oxford University Press, Oxford.
  6. 6.0 6.1 Rodda & Ubertini, page 279
  7. Rodda & Ubertini, page 161
  8. Lal, R. (August 2001). „Thematic evolution of ISTRO: transition in scientific issues and research focus from 1955 to 2000“. Soil and Tillage Research. 61 (1–2): 3–12 [3]. doi:10.1016/S0167-1987(01)00184-2.
  9. Pakistan production in 2018, by FAO
  10. Pakistan wheat production up in 2017-18 | 2018-08-07 | World Grain. ციტირების თარიღი: 2020-01-12
  11. FAOSTAT Database Results. ციტირების თარიღი: 2006-06-03[მკვდარი ბმული]
  12. Pakistan cuts pesticide use dramatically. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 23 March 2018
  13. Economic Survey of Pakistan, 2005-6. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 2, 2008. ციტირების თარიღი: ნოემბერი 15, 2022.
  14. Jang News: Latest News Pakistan Headlines, Urdu News, Breaking News Live ur. ციტირების თარიღი: 2020-07-12
  15. agriculture(GIEWS), global information and early warning system on food and. Food Outlook - No. 1 June 2006. ციტირების თარიღი: 23 March 2018