სოკოტოს შტატი
სოკოტოს შტატი (ინგლ. Sokoto State) — შტატი ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სოკოტო.
- ფართობი — 25 973 კმ², მოსახლეობა — 3 702 676 ადამიანი (2006).[1]
შტატი | |
---|---|
სოკოტოს შტატი ინგლ. Sokoto State | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | სოკოტო |
კოორდინატები | 13°05′00″ ჩ. გ. 5°15′00″ ა. გ. / 13.08333° ჩ. გ. 5.25000° ა. გ. |
დაარსდა | 3 თებერვალი, 1976 |
ფართობი | 25 973 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 3 702 676 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 142,56 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ოფიციალური საიტი | sokotostate.gov.ng |
![]() | |
კლიმატირედაქტირება
სოკოტოს შტატი მდებარეობს სავანების ზონაში. წელიწადი იყოფა ორ სეზონად — მშრალ და წვიმიან სეზონად. მშრალი სეზონი იწყება ოქტომბერში და გრძელდება აპრილამდე (ზოგჯერ — ივნისამდეც). წვიმიანი სეზონი, თავის მხრივ, გრძელდება მაისიდან სექტემბრის ან ოქტომბრის ჩათვლით.[2] ნალექების საერთო რაოდენობა წელიწადში — 500 მმ-დან 1300 მმ-მდე.
ისტორიარედაქტირება
XIX საუკუნეში თანამედროვე შტატის ტერიტორიაზე მდებარეობდა სოკოტოს ხალიფატი. 1903 წელს ეს ტერიტორია დაიპყრო დიდი ბრიტანეთის ჯარებმა ბარონ ფრედერიკ ლუგარდის ხელმძღვანელობით.[3] შეიქმნა ჩრდილოეთ ნიგერიის პროვინცია, სადაც შედიოდა თანამედროვე სოკოტოს შტატის ტერიტორიაც. 1967 წელს, როდესაც უკვე ნიგერიას დამოუკიდებლობა მოპოვებული ჰქონდა, ქვეყანა დაიყო შტატებად.[2] 1976 წელს ტერიტორიული რეფორმების შედეგად შრდილო-დასავლეთის შტატი დაიყო სოკოტოს შტატად და ნიგერის შტატად. 1991 წელს შტატის შემადგენლობიდან გამოიყო ახალი შტატი — კების შტატი, 1996 წელს კიდევ ერთი — ზამფარის შტატი.[2]
მოსახლეობარედაქტირება
2006 წლის აღწერის მონაცემების შედეგად სოკოტოს შტატის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 702 676 ადამიანს. რეგიონში მაცხოვრებელი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებია ჰაუსა და ფულბე. ასევე ცხოვრობენ ტუარეგები და ზაბარმავა.[2] მორწმუნეების უმრავლესობა — სუნიტებია (უმცირესობაში ასევე ცხოვრობენ შიიტები).
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
სოკოტოს შტატი დაყოფილია 23 თვითმმართველობის რაიონად.
ეკონომიკარედაქტირება
სოკოტოს შტატის მოსახლეობის 80 %-ზე მეტი დაკავებულია სოფლის მეურნეობის სფეროში. პირადი საჭიროებისთვის ძირითადად მოჰყავთ კარტოფილი, მანიჰოტი, არაქისი, სიმინდი და ბრინჯი, ასევე ხორბალი, ბამბა, თამბაქო და გასაყიდად სხვადასხვა ბოსტნეული.[4] ადგილობრივი მაცხოვრებლები ასევე დაკავებულები არიან თევზჭერით; განვითარებულია სხვადასხვა სახის ხელსაქმე, როგორებიცაა სამჭედლო საქმე და ტყავისაგან ნაკეთობების დამზადება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე აქ დამზადებული გუმიარაბიკი მოთხოვნადია არა მარტო შტატის შიგნით, არამედ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეც.[4]
შტატის ტერიტორია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვებენ ფოსფორიტებს, კირქვას, კაოლინს, თიხას, ქვიშას და სხვა მინერალებს.[4]
იმის გამო, რომ ტროპიკული აფრიკის ბევრი სხვა ქვეყნებისა და ტერიტორიებისგან განსხვავებით სოკოტოს შტატში არ გვხვდება ბუზი ცეცე, აქ საკმაოდ განვითარებულია მეცხოველეობა. საქონლის სულადობა შეფასებულია 8 მილიონად; ამ მაჩვენებლის მიხედვით შტატს ქვეყანაში უკავია მეორე ადგილი.[4]
სოკოტოს შტატში განვითარებულია ტომატის დამზადება, ფქვილის, შაქრის, ტექსტილის პროდუქციის, წებოს, ტყავის წარმოება, ასევე ქსოვილის შეღებვა.[4]
ტურიზმირედაქტირება
სოკოტოს შტატში, განსაკუთრებით მის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ სოკოტოში, მდებარეობს მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები და XIX საუკუნეში არსებული დამოუკიდებელი სოკოტოს სახელმწიფოს პერიოდიდან შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები. შტატს ყოველწლიურად სტუმრობს ათასობით ტურისტი. არსებობს 7 ოტელი.[5]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 About Sokoto. Sokoto State Government, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2012-07-04.
- ↑ British Conquest of the Sokoto Caliphate 1903. Wars of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Investments. Sokoto State Government, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2012-07-04.
- ↑ Hotels & Tourism. Sokoto State Government, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2012-07-04.