სოკოტო (ქალაქი)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სოკოტო.

სოკოტო (ინგლ. Sokoto) — ქალაქი ნიგერიაში. ამავე სახელწოდების შტატის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს მდინარე სოკოტოსა და რიმის შეერთების ადგილას. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 427 760 ადამიანს.[1]

ქალაქი
სოკოტო
ინგლ. Sokoto
Sultan's palace (Sokoto).JPG
სულთნის სასახლე სოკოტოში
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
შტატი სოკოტო
კოორდინატები 13°04′00″ ჩ. გ. 5°14′00″ ა. გ. / 13.06667° ჩ. გ. 5.23333° ა. გ. / 13.06667; 5.23333
ფართობი 145 კმ²
ცენტრის სიმაღლე 480 მეტრი
მოსახლეობა 427 760 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+1
სოკოტო (ქალაქი) — ნიგერია
სოკოტო (ქალაქი)

ისტორიარედაქტირება

ქალაქი სოკოტო დაარსდა 1804 წელს, როგორც შეიხ ოსმან დან ფოდიოს სამხედრო შტაბი ურწმუნოთა წინააღმდეგ ჯიჰად-ფულანის ომის პერიოდში. 1809 წელს დროებით გახდა სოკოტოს ხალიფატის დედაქალაქი.[2] ქალაქში მდებარეობს შეიხ ოსმან დან ფოდიოს საფლავი.

ქალაქმა განვითარების პიკს მიაღწია XIX საუკუნის 20-იან წლებში, თუმცა მალევე მისი ძლიერება დაეცა. 1903 წელს ქალაქი დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ ფრედერიკ ლუგარდის ხელმძღვანელობით.[3]

თანამედროვე პერიოდირედაქტირება

ქალაქის შემოგარენში მოჰყავთ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, როგორებიცაა: იამსი, არაქისი და მანიჰოტი.

ქალაქში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი[4] და აეროპორტი[5].

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Legal Notice on Publication of the Details of the Breakdown of the National and State Provisional Totals 2006 Census. Federal Republic of Nigeria Official Gazette (15 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-15. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  2. Sokoto. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-04. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  3. British Conquest of the Sokoto Caliphate 1903. Wars of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-12. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  4. Usmanu Danfodiyo University, Sokoto. Directory-Nigeria.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-21. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  5. Sokoto (SKO). theAirDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-19. ციტირების თარიღი: 2010-11-06.