სირმიუმი
სირმიუმი (ლათ. Sirmium, სერბ. Сирмијум) — რომაული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა პანონიის პროვინციაში, მდინარე სავაზე, თანამედროვე სერბეთის სრემსკა მიტროვიცას რაიონში. ქალაქი პირველად მოიხსენიეს ძვ. წ. მე-4 საუკუნეში, როდესაც დასახლებულები იყვნენ ილირიელები და კელტები. ქალაქი მოგვიანებით ძვ. წ. 1-ელ საუკუნეში დაიპყრეს რომაელებმა და ის რომის პროვინციის, პანონია-ინფერიორის დედაქალაქად გამოაცხადეს. ახ. წ. 294 წელს სირმიუმი გამოცხადდა რომის იმპერიის ოთხი დედაქალაქიდან ერთ-ერთად. ის ასევე იყო პანორია-სეკუნდასა და ილირიის პრაეტორიული პრეფექტურის დედაქალაქი. ობიექტი დაცულია სერბეთის განსაკუთრებული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლთა შორის. თანამედროვე სირმიაის რეგიონს (Srem ან Srijem) ეს სახელი სწორედ ქალაქის გამო ეწოდა.
სირმიუმი | |
---|---|
ლათ. Sirmium | |
იმპერიული სასახლის ნანგრევები სირმიუმში | |
ქვეყანა | სერბეთი |
კოორდინატები | 44°59′ ჩ. გ. 19°37′ ა. გ. / 44.983° ჩ. გ. 19.617° ა. გ. |
მონაცემები | |
ტიპი | დასახლება |
ისტორია | |
დაარსების დრო | ძვ. წ. მე-4 საუკუნემდე |
მიტოვების დრო | 582 |
კულტურები | ილირიული, კელტური, რომაული, ბიზანტიური |
სავარაუდოდ, სირმიუმს 100 000[1] მცხოვრები ჰყავდა და თავის დროზე ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო. კოლინ მაკივდიმ, რომლის შეფასებები უძველესი ქალაქებისთვის ზოგადი კონსენსუსის პირობებში გაცილებით დაბალია, არქეოლოგიური ობიექტის სიდიდიდან გამომდინარე ქალაქის მოსახლეობად 7 000 ადამიანი დაასახელა.[2] ახალი წელთაღრიცხვით 1-დან 400 წლამდე იმპორტირებული მარცვლეულის რაოდენობა საკმარისი იყო 700 000-დან 1 მილიონამდე ადამიანის გამოსაკვებად.[3]
რომის იმპერატორები
რედაქტირებარომის ათი იმპერატორი დაიბადი სირმიუმში ან მის მიმდებარედ: ჰერენიუს ეტრუსკუსი (251), ჰოსტილიანი (251), დეციუსი (249–251), კლაუდიუს II (268-270), ქუინტილუსი (270), ავრელიანე (270–275), პრობუსი (276–282), მაქსიმიანი (285–310), კონსტანციუს II (337–261) და გრატიანი (367–383).
ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი, თეოდოსიუს I, იმპერატორად სწორედ სირმიუმში აკურთხეს. რომაელმა უზურპატორებმა, მათ შორის ინგენუსმა და რეგალიანუსმა თავი იმპერატორებად სირმიუმში გამოაცხადეს (260 წელს). ქალაქში გარკვეყლი პერიოდი გაატარეს სხვა იმპერატორებმაც, მათ შორის მარკუს ავრელიუსმა, რომელმაც, შესაძლოა, თავისი ნაშორმი მედიტაციები სწორედ ამ ქალაქში დაწერა. სავარაუდოდ, 180 წლის 17 მარტს მარკუს ავრელიუსი ჩუტყვავილათი სირმიუმში გარდაიცვალა.[4]
ქრისტიანული საეპისკოპოსო
რედაქტირებაIII საუკუნისთვის ქალაქში უკვე არსებობდა ქრისტიანული თემი. საუკუნის ბოლოს სირმიუმს ჰყავდა ეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, პანონიელი ეპისკოპოსების მიტროპოლიტი უნდა ყოფილიყო. პირველი ცნობილი ეპისკოპოსი ირენაევსი იყო, რომელიც დიოკლეტიანეს დევნის დროს აწამეს 304 წელს. მომდევნო საუკუნეებში ეპისკოპოსების მიმდევრობა ცნობილია V-VI საუკუნეებამდე. უცნობი ეპისკოპოსი მოხსენიებულია 448 წელს. ბოლო ცნობილი ეპისკოპოსი მოხსენიებულია 594 წლის პაპის წერილში, რის შემდეგაც იშვიათად არის ნახსენები ქალაქი და, სავარაუდოდ, საეპისკოპოსოც გაუქმდა.[5]
ტვიროსის პირველი სინოდის პერიოდში (335 წელი), სირმიუმი არიანული მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი წერტილი და მრავალი დაპირისპირების ადგილი გახდა. 347-დან 358 წლამდე სირმიუმში სინოდის ოთხი კრება ჩატარდა. მეხუთე კრება 375 ან 378 წელს ჩატარდა.[5]
არქეოლოგიური ობიექტები
რედაქტირებაგლაკში, სერმიუმის მახლობლად, გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სასახლე,[6] რომლის მშენებლობისას გამოყენებული იყო მდიდრული სამშენებლო მასალები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან, როგორიცაა წითელი და მწვანე გრანიტი ეგვიპტიდან და პელოპონესის ნახევარკუნძულიდან და მარმარილო ტუნისიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით სასახლე მაქსიმიანმა ააშენა, ვიქტორ სექსტუს ავრელიუსი კი მიიჩნევს, რომ ეს სასახლე აშენებულია იქ, სადაც მისი მშობლები მამულებში მუშაობდნენ.[7]
სირმიუმს ასევე ჰქონდა რომაული იპოდრომი.[8][9][10] დაახლოებით 150 მეტრის სიგანისა და 450 მეტრის სიგრძის კოლოსალური შენობა თანამედროვე ქალაქ სრემსკა მიტროვიცას ცენტრის ქვემოთ და სირმიუმის იმპერატორის სასახლის გვერდით. არენის მდებარეობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე სრემსა მიტროვიცას განაშენიანებაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Curta, Florin (2001). „Limes and Cross: the Religious Dimension of the Sixth-century Danube Frontier of the Early Byzantine Empire“. Старинар. 51: 45–70.
- Curta, Florin (2001). The Making of the Slavs: History and Archaeology of the Lower Danube Region, c. 500–700. Cambridge: Cambridge University Press.
- Curta, Florin (2006). Southeastern Europe in the Middle Ages, 500–1250. Cambridge: Cambridge University Press.
- Daim, Falko (2019). „The Longobards in Pannonia“, Prima e dopo Alboino: sulle tracce dei Longobardi. Napoli: Guida, გვ. 221-241.
- Given, John (2014). The Fragmentary History of Priscus. Merchantville, New Jersey: Evolution Publishing.
- Gračanin, Hrvoje (2006). „The Huns and South Pannonia“. Byzantinoslavica. 64: 29–76.
- Janković, Đorđe (2004). „The Slavs in the 6th Century North Illyricum“. Гласник Српског археолошког друштва. 20: 39–61.
- Kazhdan, Alexander (1991). „Sirmium“. The Oxford Dictionary of Byzantium. 3. New York: Oxford University Press. p. 1906.
- Kuzmanović, Zorica; Mihajlović, Vladimir D. (2015). „Roman Emperors and Identity Constructions in Modern Serbia“. Identities: Global Studies in Culture and Power. 22 (4): 416–432.
- Милошевић, Петар (2001). Археологија и историја Сирмијума. Нови Сад: Матица српска.
- Mirković, Miroslava B. (2017). Sirmium: Its History from the First Century AD to 582 AD. Novi Sad: Center for Historical Research.
- Mócsy, András (2014). Pannonia and Upper Moesia: A History of the Middle Danube Provinces of the Roman Empire. New York: Routledge.
- Papazoglu, Fanula (1978). The Central Balkan Tribes in pre-Roman Times: Triballi, Autariatae, Dardanians, Scordisci and Moesians. Amsterdam: Hakkert.
- Popović, Radomir V. (1996). Le Christianisme sur le sol de l'Illyricum oriental jusqu'à l'arrivée des Slaves. Thessaloniki: Institute for Balkan Studies.
- Várady, László (1969). Das Letzte Jahrhundert Pannoniens (376–476). Amsterdam: Verlag Adolf M. Hakkert.
- Whitby, Michael (1988). The Emperor Maurice and his Historian: Theophylact Simocatta on Persian and Balkan warfare. Oxford: Clarendon Press.
- Wozniak, Frank E. (1981). „East Rome, Ravenna and Western Illyricum: 454-536 A.D.“. Historia: Zeitschrift für Alte Geschichte. 30 (3): 351–382.
- Zeiller, Jacques (1918). Les origines chrétiennes dans les provinces danubiennes de l'Empire romain. Paris: E. De Boccard.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იმპერიული სასახლე დაარქივებული 2016-02-06 საიტზე Wayback Machine.
- სირმიუმის იმპერიული სასახლე YouTube-ზე
- ძველი სირმიუმი YouTube-ზე
- ოქტორს ჩაფხუტების მიწა (სერბულად) დოკუმენტური ფილმი
- რომაული სირმიუმი და პანონია (სერბულად) დოკუმენტური ფილმი
- სამხრეთ პანონია დიდი მიგრაციის პერიოდში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SREMSKA MITROVICA IN ROMAN TIMES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2021.
- ↑ McEvedy, Cities of the Classical World, (London: Allen Lane, 2011), p. 346.
- ↑ Ancient Rome, the Archaeology of the Eternal City, Edited by Jon Coulston and Hazel dodge, 2008, pp. 154-165, ISBN 978-0-954816-55-1
- ↑ McLynn, Frank, Marcus Aurelius, Da Capo Press (2009), p. 417
- ↑ 5.0 5.1 Jacques Zeiller, Les origines chrétiennes dans les provinces danubiennes de l'Empire romain (Paris: E. de Boccard, 1918), pp. 143–48, 598.
- ↑ https://glac-project.sydney.edu.au/archaeological-site-glac/
- ↑ Aurelius Victor, Historia Romana, De Caesaribus
- ↑ Sirmium.
- ↑ Roman Circuses.
- ↑ Bradt Travel Guide Serbia.