სიონი ბოლნისი (საფეხბურთო კლუბი)
„სიონი“ ბოლნისი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბოლნისიდან. დაარსდა 1936 წელს. საქართველოს უმაღლეს ლიგაში გამოდის 1995 წლიდან.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი სიონი ბოლნისი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1936 | ||
სტადიონი |
თამაზ სტეფანიას სტადიონი ბოლნისი, საქართველო (ტევადობა: 3 000) | ||
პრეზიდენტი | ლევან სილაგაძე | ||
მწვრთნელი | გიორგი ოქროპირიძე | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | ||
2023 | მე-4, ეროვნული ლიგა 2 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ისტორია
რედაქტირებასაფეხბურთო კლუბი „სიონი“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან გამოდის. თავდაპირველად საშუალო დონეზე თამაშობდა, 2000-იან წლების დასაწყისში კი „სიონში“ ინვესტიციები ჩაიდო და 2003 წელს ბოლნისური კლუბი საქართველოს თასის ფინალში გავიდა და თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა ანგარიშით 1–3. ვინაიდან „დინამო“ ამავე წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, „სიონმა“ თასის მფლობელის ეგიდით უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, თუმცა კლუბი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას სლოვაკეთის „პუხოვთან“.
2004 წელს ბოლნისის „სიონს“ ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის „ოქროს მატჩში“ „ვიტ ჯორჯიასთან“ სკანდალურად დამარცხდა და მეორე ადგილიც ჩამოერთვა.
ბოლნისური კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა 2005-2006 წლების სეზონი: სიონმა, კახაბერ ცხადაძის თავკაცობით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა აზერბაიჯანის „ბაქო“ დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ბულგარულ „ლევსკისთან“ დამარცხდა ორი მატჩის ჯამში.
ევროთასებზე
რედაქტირებასეზონი | ტურნირი | ეტაპი | კლუბი | სახლში | სტუმრად |
---|---|---|---|---|---|
2003–04 | უეფა-ს თასი | QR | სკ პუჩოვი | 0–3 | 0–3 |
2006–07 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | 1Q | სკ ბაქო | 2–0 | 0–1 |
2Q | ლევსკი სოფია | 0–2 | 0–2 | ||
2014–15 | უეფა-ს ევროპა ლიგა | 1Q | ფლამურტარი | 2–3 | 2–1 |
შემადგენლობა 2014/2015
რედაქტირებამონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
2014/2015 წლის ტრანსფერები
რედაქტირებამოვიდნენ
რედაქტირება* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ
რედაქტირებაპოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | ვლადიმერ ზუხბაია | გურია ლანჩხუთი |
მცველი | ლაშა თოთაძე | დინამო თბილისი |
მცველი | რევაზ ქემოკლიძე | სპარტაკი ცხინვალი |
მცველი | ვალერი აბრამიძე | თავისუფალი აგენტი |
მცველი | გიორგი ფოფხაძე | იაგელონია ბელოსტოკი |
მცველი | ოთარ ხიზანეიშვილი | ზესტაფონი |
მცველი | გივი კვარაცხელია | კარიერა დაასრულა |
მცველი | ილია კანდელაკი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | დავით იმედაშვილი | ცხინვალი |
ნახევარმცველი | გურამ გურეშიძე | კოლხეთი-1913 ფოთი |
ნახევარმცველი | გიორგი განუგრავა | ჩიხურა საჩხერე |
ნახევარმცველი | თორნიკე აფციაური | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | ზაზა მამასახლისი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | ირაკლი სამხარაძე | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | გიორგი ბიბილეიშვილი | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | ვლადიმერ უგრეხელიძე | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | ფელიპე ლიმა | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | აკაკი მიკუჩაძე | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | გიორგი კახელიშვილი | სახალინი |
თავდამსხმელი | დავით სირაძე | დაჩია კიშინიოვი |
თავდამსხმელი | ვილი ისიანი | გურია ლანჩხუთი |
თავდამსხმელი | გიორგი ადამია | თავისუფალი აგენტი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.
მიღწევები
რედაქტირებამწვრთნელები
რედაქტირება- გიორგი სულაშვილი (2002–2004)
- ხვიჩა ქასრაშვილი (2005)
- კახაბერ ცხადაძე (დეკემბერი 2005–აგვისტო 2006)
- ოთარ კორღალიძე
- თეიმურაზ მახარაძე
- გიორგი ყიფშიძე (ივლისი 2010–მარტი 2011)
- ხვიჩა კასრაშვილი (მარტი 2011–201?)
- ვახტანგ ჩაგელიშვილი (ივლისი 2011–201?)
- ლევან ბაჯელიძე (სექტემბერი 2011–იანვარი 2012)
- არმაზ ჯელაძე (აგვისტო 2012–მაისი 2013)
- გიორგი კიკნაძე (ივნისი 2013-ოქტომბერი 2013)
- ვლადიმერ ბურდული (ოქტომბერი 2013–)
ბომბარდირები სეზონის მიხედვით
რედაქტირებაწელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2014-15 | ჯაბა უგულავა | საქართველო | 6 |
2013-14 | გიორგი კახელიშვილი | საქართველო | 6 |
2012-13 | რეზო ჯიქია | საქართველო | 6 |
2011-12 | გიორგი ქუცურუა | საქართველო | 4 |
2010-11 | რეზო ჯიქია | საქართველო | 5 |
2008-09 | კოტო ესაძე | საქართველო | 34 |