სინირხვა
სოფელი საქართველოში
სინირხვა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ჯირხვის თემი), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 100 მ, გუდაუთიდან 18 კმ, ზვანდრიფშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 373.