საპატის ჭაობი

(გადამისამართდა გვერდიდან სიენაგა-დე-საპატა)

საპატის ჭაობი (ესპ. Ciénaga de Zapata; სიენაგა-დე-საპატა) — ვრცელი ჭარბტენიანი ტერიტორია კუბაში. მდებარეობს საპატის ნახევარკუნძულზე, მატანსასის პროვინციაში, ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრში.[1][2][3] საპატის ჭაობის ფართობია 4354,3 კმ².[2][4][5] ტერიტორიის ყველაზე მაღალი ადგილის სიმაღლეა 10 მეტრი. სიღრმე იცვლება 2-იდან 600 მ-მდე. ყველაზე დიდი სიღრმეები აღინიშნება ბატაბანოს ყურის სიახლოვეს. წელიწადის ყველაზე თბილი სეზონი მაის-ოქტომბრის მონაკვეთში შეინიშნება, სადაც ჰაერის ტემპერატურა 30°C უტოლდება. ნოემბრიდან-აპრილის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელია 20°C.

საპატის ჭაობი

Ciénaga de Zapata

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მატანსასის პროვინცია
ქვეყანა კუბა
კოორდინატები 22°24′26″ ჩ. გ. 81°41′26″ დ. გ. / 22.40722° ჩ. გ. 81.69056° დ. გ. / 22.40722; -81.69056
ფართობი 4354,3

ჭაობებში გვხვდება 900-მდე სახეობის მცენარე, ორნითოფაუნა ითვლის 175 სახეობას, გვხვდება 31 სახეობის ქვეწარმავალი და 1000-მდე სახეობის უხერხემლო. მათი გარკვეული ნაწილი კუბის ენდემებია. ჭაობის ტერიტორიას დაახლოებით 65 სახეობის გადამფრენი ფრინველი სტუმრობს; გვხვდება ენდემური კუბური ნიანგი, რომელიც აგრეთვე ახლო მდებარე კუნძულ ხუვენტუდის ჭაობებში ბინადრობს.[1][3][6] საპატის ჭაობში გამოიყოფა რამდენიმე ნაკრძალის ზონა. წარმოადგენს ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიას არა მხოლოდ კუბაში, არამედ მთელ ვესტ-ინდოეთში.[7][8][9]

1971 წელს რამსარის კონვენციის თანახმად საპატის ჭაობს მიენიჭა სტატუსი: „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია“.[8] 2001 წელს ამ კონვენციამ დაიმატა 4,520 კმ² ჭაობიანი ტერიტორია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Friends of the National Zoo. Cuban Crocodile. Smithsonian National Zoological Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  2. 2.0 2.1 Jordan Levinson. WTA Partners Pioneer Efforts In Cuban Wetland Conservation. Wildlife Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
  3. 3.0 3.1 Brian Simpson. Ecotourism in Cuba. Smithsonian National Zoological Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  4. National Protected Areas System of Cuba. Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-27. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
  5. World Wildlife Fund. Cuban wetlands (NT0902). National Geographic.
  6. Cuba: Ciénaga de Zapata National Park. UNESCO (February 28, 2003).
  7. Steve Winter. Cuba's Wild Side. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  8. 8.0 8.1 Stefan Lovgren (August 4, 2006). „Castro the Conservationist? By Default or Design, Cuba Largely Pristine“. National Geographic News.
  9. United Nations Environment Programme - World Conservation Monitoring Centre. World Database on Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2011-12-09.