სერიკ შეკოიანი
სერიკ იაკობის ასული შეკოიანი (სომხ. Սերիկ Շեկոյան; დ. 27 ოქტომბერი, 1924, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 13 ივნისი, 2015, თბილისი, საქართველო) — სომეხი მსახიობი. სომხეთის სსრ დამსახურებული არტისტი (1962), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1982). ცნობილი მსახიობის არტემ ლუსინიანის მეუღლე.
სერიკ შეკოიანი | |
---|---|
სერიკ შეკოიანი | |
დაბადების თარიღი |
27 ოქტომბერი, 1924 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
13 ივნისი, 2015 (90 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | არტემ ლუსინიანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისის კინოსტუდიის კინომსახიობთა სტუდიაში. 1946 წლიდან თბილისის შაუმიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია. ამ თეატრის სცენაზე შეასრულა 100-ზე მეტი როლი, მათ შორის დეზდემონა (უილიამ შექსპირის „ოტლო“), რუსუდანი (ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), კატარინა (უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), აქსიუმა (ალექსანდრე ოსტროვსკის „ტყე“), თამრო „გლახის ნაამბობი“ (ილია ჭავჭავაძის მიხედვით), ნინო (მარიკა ბარათაშვილის „ჩემი ყვავილეთი“), ანა (სურენ ავჩიანის „საიათნოვა“), თამარი (ბაბაიანის „გული გვიხმობს“), პარასკა (გალანის „სიყვარული გარიჟრაჟზე“), ელენე (ჩიჯავაძის „ვაჟიშვილები“) და სხვა როლი.[1] დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
სერიკ შეკოიანმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც საქართველოს, აგრეთვე სომხეთის სამსახიობო ისტორიაში. შესრულებული აქვს 250-ზე მეტი როლი, მეგობრობდა ისეთ ქართველ მსახიობებთან, როგორებიც იყვნენ აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მედეა ჩახავა და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გვენცაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 706.