არტემ ლუსინიანი
არტემ ჰაიკის ძე ლუსინიანი (სომხ. Արտեմ Լուսինյան; დ. 18 ივლისი [ძვ. სტ. 5 ივლისი], 1910, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 26 ივლისი, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ) — სომეხი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950). სკკპ წევრი 1954 წლიდან.
არტემ ლუსინიანი | |
---|---|
არტემ ლუსინიანი | |
დაბადების თარიღი |
5 ივლისი 1910 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
26 ივლისი 1963 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | სერიკ შეკოიანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სომხური ხელოვნების სახლთან არსებული დრამატული სტუდია (1928). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სომხური თეატრის დასში.[1] ასრულებდა დრამატულ, კომედიურ და სახასიათო როლებს. ჰქონდა კარგი სცენური გარეგნობა, დიქცია. როლები: პეპო, ოსეპი (სუნდუკიანის „პეპო“, „დანგრეული კერა“), სუმბატი, სეირანი (შირვანზადეს „ქაოსი“, „ნამუსი“), ალექსანდრე (ფაფაზიანის „ციცაბო კლდე“), არსენა (სანდრო შანშიაშვილის „არსენა“), ხევისბერი გოჩა (ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), ოტელო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), ურიელ აკოსტა (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), თედორე (ლეონოვის „შემოსევა“) და სხვა.[1] 1943 წელს ითამაშა მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“, სადაც შეასრულა ვერდიბეგი-ყორჩი-ხანის შვილის როლი.[2] არტემ ლუსინიანი გარდაიცვალა 1963 წლის 26 ივლისს ქალაქ თბილისში. დაკრძალულია თბილისის სომხურ პანთეონში.[3]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 315.
- ↑ არტემ ლუსინიანი — ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-03. ციტირების თარიღი: 2016-06-13.
- ↑ არტემ ლუსინიანის ბიოგრაფია