სემი ფრაშერი
სემი ფრაშერი(ნამდვილი სახელი და გვარი შემსედდინ სემი; დ. 1 ივნისი, 1850 — გ. 18 ივნისი, 1904) — ალბანელი მწერალი, ფილოსოფოსი, დრამატურგი და Rilindja Kombëtare-ს გამოჩენილი მოღვაწე. მოძრაობა ალბანეთის ეროვნული აღორძინების წევრი ორ ძმასთან აბდილთან და ნაიმთან ერთად.
სემი ფრაშერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ივნისი, 1850[1] |
დაბადების ადგილი | ფრაშერი |
გარდაცვალების თარიღი | 18 ივნისი, 1904[1] (54 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კონსტანტინოპოლი ან სტამბოლი[2] |
დასაფლავებულია | Feriköy Cemetery |
საქმიანობა | მწერალი, ფილოსოფოსი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ლექსიკოგრაფი[2] და მთარგმნელი[2] |
ენა | ალბანური ენა და თურქული ენა |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
ალმა-მატერი | Zosimaia School და Teqe of Frashër |
შვილ(ებ)ი | Ali Sami Yen |
ფრაშერი იყო ღარიბი ბეის ერთ-ერთი ვაჟი, სოფელ ფრაშერიდან, პერმეტის ოლქი. მან ადგილი დაიმკვიდრა თურქულ და ალბანურ ლიტერატურაში, როგორც ნიჭიერმა ავტორმა შემსედდინ სამი ეფენდის სახელით და წვლილი შეიტანა თურქული ენის რეფორმებში.
ფრაშერის გზავნილი, როგორც ეს ნათქვამია 1899 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, სახელად „ალბანეთი - რა იყო, რა არის და რა გახდება მასში“, გახდა Rilindja Kombëtare-ს მანიფესტი. ამ წიგნში მან განიხილა ალბანეთის ერთიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერსპექტივები. ამ გზით, დაწყებული ავტონომიის სტატუსის მოთხოვნით და საკუთარი ანბანისა და განათლებისთვის ბრძოლით, ფრაშერი დაეხმარა ალბანეთის ნაციონალურ მოძრაობას დამოუკიდებლობის უფრო მწვავე პრეტენზიებით მოთხოვნაში. მისი სიცოცხლის მიზანი, ისევე როგორც ალბანური რენესანსის მრავალი სხვა წევრის, იყო ალბანეთის კულტურის განვითარება, გაუმჯობესება და საბოლოოდ დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბება.
ბიოგრაფია
რედაქტირებასამი ფრაშერი დაიბადა 1850 წელს ჯანინის ვილაეთის სოფელ ფრაშერში, ალბანელების მუსლიმურ ოჯახში, რომლებიც ბეთქაშის ორდენის გამორჩეული წევრები იყვნენ.[3] სემი, თავის ძმებთან, ნაიმთან, აბდილთან და 5 სხვა ძმასთან ერთად იზრდებოდა. მათი მამა გახლდათ ჰალიტ ბეი, (1797–1859)[4] ფრაშერების ოჯახური და რელიგიური ტრადიციების თანახმად, ისინი ითვლებოდნენ ტიმარის მფლობელების შთამომავლებად,(მთელი მათი ქონება ამ 7 ძმას უნდა გადასცემოდა) რომლებიც წარმოშობით ბერატის რეგიონიდან იყვნენ, შემდეგ კი ფრაშერი გადავიდნენ საცხოვრებლად.[3] მათი დედა ემინე ჰანიმი (1814–1861)[4] იმრაჰორ ილიას ბეის შთამომავალი იყო. თავად იმრაჰორ ილიას ბეი კი XV საუკუნის გამორჩეული ოსმალეთის სარდალი და კორჩის ტერიტორიის მმართველი იყო.[3]
სემიმ სწავლა ფრაშერის ბექთაშის ორდენში დაიწყო.[3] მისი მშობლები, ჰალიტ ბეი და ემინე გარდაიცვალნენ 1859 და 1861 წლებში.[3] მის უფროს ძმას აბდილს ოჯახის უფროსობა და მთელ ოჯახზე ზრუნვა დაეკისრა, ოჯახი კი საცხოვრებლად იანინაში გადავიდა.[3] აქ სემი სწავლობდა ბერძნულენოვან ზოსიმეას საშუალო სკოლაში.[3] იმ პერიოდში იგი დაინტერესდა დასავლური ფილოსოფიიით და შეისწავლა ლათინური, ძველი და ახალი ბერძნული, ფრანგული და იტალიური.[3] ის ასევე დადიოდა ადგილობრივ მუსლიმურ სკოლაში და სწავლობდა თურქი, არაბი და სპარსი მასწავლებლებისგან.[3] ფრაშერი იყო ჭკვიანი მოსწავლზე, მან დაამთავრა რვაწლიანი სასკოლო პროგრამა.[5] ეს სკოლა უტოლდება დღევანდელ საშუალო სკოლას და შეფასებულია როგორც "სრულყოფილი საშუალო სკოლა".[6] გარდა ამისა, სემიმ მიიღო ფართო განათლება მრავალფეროვან სოციალურ-კულტურულ და რელიგიურ გარემოში ყოფნით და კერძო მასწავლებლების კურსების მეშვეობით, იგი დაეუფლა ლინგვისტური ინსტრუმენტებს, რისი მეშვეობითაც, იგი ემოციურად და ინტელექტუალურად მოგზაურობდა სხვადასხვა კულტურებს შორის, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.[6]
1872 წელს სემი და მისი ძმა ნაიმი გადასახლდნენ სტამბოლში, ორივე მათგანი მოღვაწეობდა ოსმალეთის ბიუროკრატიაში და, რადგან სემი აღფრთოვანებული იყო ფრანგული კულტურით, მან დაიწყო ფრანგულენოვანი რომანების თარგმნა, მან გადათარგმნა მრავალი ნაწარმოები, მაგალითად Les Misérables (საბრალონი), ფრანგულიდან თურქულ ენაზე, მოგვიანებით კი დაიწყო საკუთარი მოთხრობების, პიესების და რომანების წერა.[6] იგი დროებით მოღვაწეობდა ტრიპოლში, ლიბია, ხილო 1874 წელს დაბრუნდა სტამბოლში და მუშაობა დაიწყო პრესაში, მისი მთავარი მოვალეობა გაზეთების წერა იყო.[6] მოგვიანებით, 1877 წელს, იგი გაგზავნილ იქნა როდოსში, თურქეთის მიერ მცირედი მშვიდობიანი მისიების მიზნით.[6] სტამბოლში დაბრუნების შემდეგ იგი დედაქალაქში დარჩა და დარჩენილი სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.[6] ფრაშერმა სახელი მოიხვეჭა, როგორც დახვეწილმა ოსმალ-ალბანელმა ინტელექტუალმა და როგორც ცნობისმოყვარე და მკვეთრი ინტელექტის პატრონმა .[6] მან დიდი წვლილი შეიტანა რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის დაარსებაში და თითოეულ მათგანში მოღვაწეობდა მთავარ რედაქტორად.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 2.2 Czech National Authority Database
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 Gawrych 2006, p. 13.
- ↑ 4.0 4.1 Robert Elsie (2005). Albanian Literature: A Short History. I.B.Tauris, გვ. 67. ISBN 978-1-84511-031-4.
- ↑ Gawrych 2006, p. 13–14.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Gawrych 2006, p. 14.