საჭურე — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ტერიტორიულ ორგანოში[1]. მდებარეობს მდინარე საჭურის (ივრის სისტემა) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.

სოფელი
საჭურე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი თიანეთი
კოორდინატები 42°07′00″ ჩ. გ. 44°57′00″ ა. გ. / 42.11667° ჩ. გ. 44.95000° ა. გ. / 42.11667; 44.95000
ცენტრის სიმაღლე 1130
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საჭურე — საქართველო
საჭურე
საჭურე — მცხეთა-მთიანეთის მხარე
საჭურე
საჭურე — თიანეთის მუნიციპალიტეტი
საჭურე

სოფელი Xl-XVl საუკუნეებში ძირითადად სვეტიცხოვლის მონასტრის ხელდებული ტერიტორიაა. XVll საუკუნეში შაჰ-აბასის დამარბეველ ლაშქრობებს ვერც სოფელი საჭურე გადაურჩა. ამავე ხანებში განადგურდა მისი მოსახლეობაც. XVll საუკუნიდან იწყება ქართველი მთიელებით სოფლის ხელახალი დასახლება და მათზე თავად ჩოლოყაშვილების უფლებები გავრცელდა. სვეტიცხოვლის კუთვნილი ყმა-მამულის ერთი ნაწილი კი ალავერდელი ეპისკოპოსის გავლენის ქვეშ მოექცა. გვიანდელ შუა საუკუნეებში საჭურე თიანეთის მოურავის დაქვემდებარებაშია. XlX საუკუნის ბოლოდან სოფლის ტერიტორიაზე ივრისხეველი ხევსურები დასახლდნენ, რომლებმაც მიწები ჩოლოყაშვილებისგან შეისყიდეს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2[2]
2014 0  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-02-15.