საყდრიონი (წალკის მუნიციპალიტეტი)
საყდრიონი (2010 წლის 20 ნოემბრამდე — „ედიქილისა“[2]) — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირას, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 15 კმ.
სოფელი | |
---|---|
საყდრიონი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°35′30″ ჩ. გ. 43°55′47″ ა. გ. / 41.59167° ჩ. გ. 43.92972° ა. გ. |
ადრეული სახელები | ედიქილისა |
ცენტრის სიმაღლე | 1540 მ |
მოსახლეობა | 567[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97 % ბერძნები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდება ედიქილისა თურქულია (სიტყვასიტყვით — შვიდი ეკლესია). დააარსეს XIX ს-ში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. შემორჩენილია 7 საყდარი და სასახლე (ზოგიერთი — ფრაგმენტულად) შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დეტალებით. ყველაზე დიდი ეკლესიის ირგვლივ ძველი ქართული სასაფლაოს ნაშთია, სადაც დღემდეა შემონახული 2 ქვის ცხენი და საფლავის ქვა, რომელზედაც გუთნეულია გამოსახული. ქართული წარწერა შემორჩა მხოლოდ ერთ, სოფლის თავში აღმართულ პატარა, გეგმით ოთხკუთხა ეკლესიას. იგი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ალგეთის ქვით, კამარა გადახურულია ლორფინებით. საკურთხეველში ორი ღრმა ნიშია, რომლებიდანაც შეიძლება მოხვედრა სამალავსა და სახურავზე. აღმოსავლეთი სარკმელი შემკულია ლამაზი ჩუქურთმით, შესასვლელი სამხრეთიდანაა. სოფლის განაპირას ნაციხარის ნანგრევია. ვარაუდობენ, რომ იგი ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიერ შედგენილ რუკაზე აღნიშნული სოფელ ანდრაპის ნაშთია.
საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა ედიქილისას სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფლები აიაზმა, გუნიაკალა, თიქილისა, ნარდევანი. 2010 წელს წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სახელი შეეცვალა. ედიქილისას ეწოდა საყდრიონი[3].
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წ. აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 351 მოსახლე, ძირითადად ბერძნები (96 %).[4] 2002 წლიდან სოფელში სახლდებოდნენ ეკომიგრანტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. პარალელურად გაძლიერდა ბერძნული მოსახლეობის იმიგრაციის პროცესი. 2006 წ. შეფასებით, სოფლის მოსახლეობა 300 კაცამდეა, აქედან 90 % ქართველია.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 351 | ||
2014[1] | 567 | 301 | 266 |
გალერეა
რედაქტირება-
შვიდი ძმის სახელობის ეკლესია
-
წმ. დემეტრეს სახელობის ეკლესია
-
წმ. კოზმასა და დამიანეს სახელობის ეკლესია
-
სასახლის ნანგრევები
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 29.
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N947, 2010 წლის 20 ნოემბერი
- ↑ წალკის რაიონის სოფლებს სახელები შეეცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2010-11-29.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2016-08-02.