საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2000

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2000))

2000 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები - რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მოქმედი პრეზიდენტი შევარდნაძე და წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი. გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ.

1995 საქართველოს დროშა 2004
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
9 აპრილი, 2000

პრეზ. კანდიდატი ედუარდ შევარდნაძე ჯუმბერ პატიაშვილი
პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
მოსახლეობის ხმები 1,870,311 390,486
პროცენტი 79.04% 16.66%
მოქმედი
პრეზიდენტი
არჩეული პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძე

კანდიდატები

რედაქტირება

არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა:

  ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1995-2000 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტი პირველი ვადით.
ჯუმბერ პატიაშვილი - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო შევარდნაძის მთავარი კონკურენტი, გავიდა მეორე ადგილზე ხმათა 19%-ით.
ავთანდილ ჯოგლიძე -
თენგიზ ასანიძე -
ქართლოს ღარიბაშვილი - 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი კანდიდატი.
ვაჟა ჟღენტი

შედეგები

რედაქტირება

არჩევნებში 2,343,176 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 75,86%-ს შეადგენდა.

კანდიდატი ხმების რაოდენობა %
ედუარდ შევარდნაძე 1,870,311 79,82
ჯუმბერ პატიაშვილი 390,486 16,66
ქართლოს ღარიბაშვილი 7,963 0,34
ავთანდილ ჯოგლიძე 5,942 0,25
ვაჟა ჟღენტი 3,363 0,15
თენგიზ ასანიძე 2,793 0,12

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება