საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 1995
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
1995 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები — პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნები ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ. ეუთო-ს დასკვნით, არჩევნებმა საბოლოო ჯამში კარგად ჩაიარა და სხვადასხვა პრობლემას მისი შედეგებისთვის ჩრდილი არ მიუყენებია.[1] თუმცა, ზოგიერთი წყარო მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.[2]
‹ 1991 2000 › | ||||
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები | ||||
5 ნოემბერი, 1995 | ||||
პრეზ. კანდიდატი | ედუარდ შევარდნაძე | ჯუმბერ პატიაშვილი | ||
პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი | |||
მოსახლეობის ხმები | 1,589,909 | 414,303 | ||
პროცენტი | 74.04% | 19.58% | ||
მოქმედი პრეზიდენტი |
არჩეული პრეზიდენტი | |||
ედუარდ შევარდნაძე |
საფუძველი
რედაქტირება1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში დაწესდა პრეზიდენტის თანამდებობა. იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.
კანდიდატები
რედაქტირებაარჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა:
ედუარდ შევარდნაძე - საბჭოთა კავშირის ყოფილი მაღალჩინოსანი, 1993-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეკავა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. | |
ჯუმბერ პატიაშვილი - საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში. | |
აკაკი ბაქრაძე - კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. | |
პანტელეიმონ გიორგაძე - საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1993-2009 წლებში. | |
ქართლოს ღარიბაშვილი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში. | |
როინ ლიპარტელიანი - საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 1992-1995 წლებში, ფრაქცია „დავით აღმაშენებლის” და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. |
შედეგები
რედაქტირებაამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 106 557. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 139 369 ადამიანმა. 7980 ბიულეტენი (მონაწილეთა 2,7%) ბათილად ჩაითვალა.
კანდიდატი | ხმების რაოდენობა | % |
ედუარდ შევარდნაძე | 1,589,909 | 74,04 |
ჯუმბერ პატიაშვილი | 414,313 | 19,58 |
აკაკი ბაქრაძე | 31,350 | 1,48 |
პანტელეიმონ გიორგაძე | 10,697 | 0,50 |
ქართლოს ღარიბაშვილი | 10,023 | 0,47 |
როინ ლიპარტელიანი | 7,948 | 0,37 |
ედუარდ შევარდნაძის ინაუგურაცია იმავე წლის 25 ნოემბერს შედგა.
საპარლამენტო არჩევნები
რედაქტირებაიმავე დღეს პარალელურად მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელშიც სამმა პარტიამ მოახერხა 5%-იანი ზღვარის გადალახვა. ესენი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და დემოკრატიული აღორძინების კავშირი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Report on the Parliamentary Elections in the Republic of Georgia ინგლისურად (PDF). ეუთო (01 თებერვალი 1996). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 106, ISBN 978-9941-0-5972-8.