პანტელეიმონ გიორგაძე
პანტელეიმონ ივანეს ძე გიორგაძე (დ. 17 აგვისტო, 1925, სოფ. გორმაღალი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 3 მარტი, 2009, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი და პოლიტიკოსი, საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1971).
პანტელეიმონ გიორგაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 აგვისტო, 1925 |
დაბადების ადგილი | გორმაღალი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 3 მარტი, 2009 (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია |
ეროვნება | ქართველი |
შვილ(ებ)ი | იგორ გიორგაძე |
ჯილდოები | მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი ვარსკვლავის ორდენი, Order "For Service to the Homeland in the Armed Forces of the USSR", 3rd class, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, Order of Friendship, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, მედალი „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი“, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, Jubilee Medal "60 Years of the Mongolian People's Army" და Jubilee Medal "30 Years of the Victory over militaristic Japan" |
ბიოგრაფია
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე. დაამთავრა ალმა-ათის საკავალერიო სასაზღვრო სასწავლებელი (1948), სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო აკადემია (1956), სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია (1969).
1969–1973 წლებში მუშაობდა ამიერკავკკასიის სასაზღვრო ოლქის შტაბში, შემდეგ — აღმოსავლეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილედ. 1973–1976 წლებში მსახურობდა მონღოლეთში. 1976–1979 წლებში იყო შუა აზიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, 1979–1982 წლებში — ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე. 1982–1985 წლებში სამხედრო მრჩევლად მუშაობდა კუბაში, 1985–1987 წლებში — კვლავ მონღოლეთში. 1987–1990 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს მდივანი, 1991–1992 წლებში — საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი, 1992–1993 წლებში — სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონში. 1993 წლიდან იყო საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კომუნისტურ პარტიათა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოთა ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. გამოდიოდა „მშრომელი ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნების იდეით ქონების ნაციონალიზაციისა და დემოკრატიული სახელისუფლებო ორგანიზაციების მოწყობის გზით“.[1] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სოციალისტური პარტია“.
მისი შვილი, იგორ გიორგაძე, საქართველოს უშიშროების მინისტრი (1993–1995), საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებულია ტერორიზმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე, ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 15.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 107, ISBN 978-9941-0-7386-1.