ქართლოს ღარიბაშვილი

ქართლოს ღარიბაშვილი (დ. 25 აპრილი, 1954, სოფ. ბოგვი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — გ. 1 ნოემბერი, 2014) — ქართველი იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე.

ქართლოს ღარიბაშვილი
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1954
დაბადების ადგილი სოფელი ბოგვი (ახლანდელი სოფ. ჯორჯიაშვილი), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 1 ნოემბერი, 2014 (60 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა; იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციურ სამართალში“. 1976–1983 წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა მოსკოვის კანონმდებლობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტში. 1984 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1989 წელს ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული პარტია“ და ფრაქცია „დემოკრატის“ თავმჯდომარე იყო. 1995 წელს მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. იყო ოჯახის ადვოკატის ინსტიტუტის ფუძემდებელი. წარუმატებლად მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტის 1995, 2000, 2004 და 2013 წლების არჩევნებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება