სარა (იორკის ჰერცოგინია)
სარა, იორკის ჰერცოგინია (ინგლ. Sarah Margaret, Duchess of York, ქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ ფერგიუნსონი ინგლ. Ferguson; 15 ოქტომბერი 1959) —მწერალი, ფილანტროპი, საზოგადო მოღვაწე, კინოპროდიუსერი და ტელეწამყვანი. ელისაბედ II-ისა და ედინბურგის ჰერცოგის პრინც ფილიპის მეორე ვაჟის, იორკის ჰერცოგის, პრინც ენდრიუს ყოფილი ცოლი. 2019 წლის მონაცემებით, მისი ქალიშვილები ბეატრისი და ევგენია ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეების რიგში მეცხრე და მეთერთმეტე ადგილს იკავებენ. [1]
სარა, იორკის ჰერცოგინია ინგლ. Sarah Margaret Ferguson | |
იორკის ჰერცოგინია | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი 1986 – 30 მაისი 1996 | |
მონარქი | ელისაბედ II |
დაბადებული | 15 ოქტომბერი 1959 (62 წლის) ლონდონი დიდი ბრიტანეთი |
მამა | რონალდ ფერგიუნსონი |
დედა | სიუზენ რაითი |
მეუღლე | ენდრიუ (იორკის ჰერცოგი) |
შვილები | ბეატრისი ევგენია |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
"ფერგი"(სარას არაოფიციალური სახელი) არისტოკრატული წარმოშობისაა, იგი გახლავთ ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის შთამომავალი. არის ბუკლეუჩის მე-6 ჰერცოგის შვილთაშვილი, მე-8 ვიკონტ პაუერსკურტის შვილთაშვილი და აბერკორნის პირველი ჰერცოგის და დევონშირის მე-4 ჰერცოგის შთამომავალი. სარა ფერგიუსონი პრინც ენდრიუს შორეული ნათესავია. ორივე დევონშირის ჰერცოგის და მეფე ჯეიმზ I -ის შთამომავალია.
ადრეული წლები
რედაქტირებასარა მარგარეტ ფერგიუსონი დაიბადა 1959 წლის 15 ოქტომბერს ლონდონის უელბეკის ჰოსპიტალში. იგი გახლავთ მაიორ რონალდ ფერგიუსონის და მისი მეუღლის, სიუზან მერი რაიტის მეორე ქალიშვილი. 1974 წელს განქორწინების შემდეგ, გოგონას დედა ცოლად გაჰყვა პოლოს მოთამაშე ჰექტორ ბარანტესს და საცხოვრებლად არგენტინაში გადავიდა. თავად სარა მამასთან დარჩა ოჯახურ ფერმაში, დუმერში, ჰემფშირში. 1976 წელს მაიორი ფერგიუსონი დაქორწინდა სუზან დეპტფორდზე. ამ ქორწინებაში წყვილს სამი შვილი შეეძინა: ენდრიუ (1978), ალისა (1980), ელიზა (1986).[2][3]
სარა სწავლობდა დეინშილის სკოლაში სტრეტფილდ-ტარჯისში ( ჰემფშირი), ხოლო შემდეგ ხერსტ-ლოჯის სკოლაში ასკოტში (ბერქშირი).[4]
სამეფო მდივნების კოლეჯის დამთავრების შემდეგ, თვრამეტი წლის სარამ ლონდონში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმაში დაიწყო სამსახური. მოგვიანებით მუშაობდა სამხატვრო გალერეაში და საგამომცემლო კომპანიაში.
სარას უფროსი და, ჯეინი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ავსტრალიაში. პირველი ქორწინებიდან ჰყავს 2 შვილი და მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი.
ოჯახი და ბავშვები
რედაქტირებაპრინცი ენდრიუ სარა ფერგიუსონს ბავშვობიდან იცნობდა, ზოგჯერ ისინი პოლოს მატჩებზე ხვდებოდნენ. 1985 წელს, უელსის პრინცესას, დიანას წინადადებით, სარა ფერგიუსონი, შესაძლოა მაჭანკლობის მიზნით, შეიყვანეს ტრადიციული წვეულების სტუმრების სიაში, რომელსაც დედოფალი აწყობდა უინძორის სასახლეში ასკოტში სამეფო რბოლების დროს. ამის შემდეგ პრინცმა ენდრიუმ ბავშვობის მეგობართან ურთიერთობის განახლება გადაწყვიტა.[5]
წყვილი დაქორწინდა 1986 წლის 23 ივლისს ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში. ქორწილის შემდეგ პრინცმა ენდრიუს ელისაბედ II-ისგან იორკის ჰერცოგის წოდება მიიღო,ხოლო სარა იორკის ჰერცოგინია გახდა.[6]
იორკის ჰერცოგს და ჰერცოგინიას ორი შვილი ჰყავთ: პრინცესა ბეატრისი (დაიბადა 1988 წლის 8 აგვისტოს), ედოარდო მაპელი-მოცის ცოლი და იორკის პრინცესა ევგენია (დაიბადა 1990 წლის 23 მარტი), ჯეკ ბრუკსბენკის ცოლი. 1996 წლის 30 მაისიდან ჰერცოგი და ჰერცოგინია განქორწინებულები არიან.
განქორწინების შემდეგ სარა ფერგიუსონმა დაკარგა სამეფო უდიდებულესობის ტიტული, მაგრამ, უელსის პრინცესა დიანას მსგავსად, შეინარჩუნა იორკის ჰერცოგინიას ტიტული. თუმცა, ტიტულს დაკარგავს ხელახალი გათხოვების შემთხვევაში.[7][8]
ჰერცოგინია სარამ ითამაშა საკუთარი თავი სერიალ "მეგობრების" მე-4 სეზონის ბოლო ეპიზოდში, სადაც ჯოი ჩენდლერისთვის საჩუქრად ქუდს სთხოვს.[9]
კულტურაში
რედაქტირებაჰერცოგინია სარა გახდა მხატვრული ფილმ „სპენსერის“ (2021) ერთ-ერთი პერსონაჟი, სადაც მას ოლგა ჰელსინგი განასახიერებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Weir, Alison (1996). Britain's Royal Families: A Complete Genealogy (Revised ed.). London: Pimlico. p. 333. ISBN 978-0-7126-7448-5.
- ↑ "Major Ronald Ferguson dies". BBC News. 17 March 2003. Retrieved 4 May 2010.
- ↑ Dennis Barker (18 March 2003). "Obituary: Major Ronald Ferguson, UK news". The Guardian. UK. Retrieved 4 May 2010.
- ↑ David Banks, Sarah Ferguson, the royal redhead (Dillon Press, 1987), p. 14: «From Daneshill School, she went to a private girls' boarding school called Hurst Lodge.»
- ↑ Home. Latest news and profile of Sarah Ferguson. Hello!. ციტირების თარიღი 4 მაისი 2010.
- ↑ "History – Prince Andrew's wedding (pictures, video, facts & news)". BBC. Retrieved 29 April 2011.
- ↑ "Dutchess" And "Duchess" Once More". The New York Times. 23 September 1899.
- ↑ "List of the Royal Family" (PDF). royal.gov.uk. Archived (PDF) from the original on 15 August 2020. Retrieved 11 December 2021.
- ↑ Sarah Ferguson. IMDb. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი 2020.