დიანა (უელსის პრინცესა)
დაიანა, უელსის პრინცესა (ინგლისურად Diana Princess of Wales), ქალიშვილობის გვარით სპენსერი. (დ. 1 ივლისი, 1961, ნორფოლკი, გაერთიანებული სამეფო — გ. 31 აგვისტო, 1997, პარიზი, საფრანგეთი) — პრინც ჩარლზის პირველი ცოლი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე. აგრეთვე ცნობილია როგორც პრინცესა დაიანა, „ლედი დიანა, ან ლედი დი.
ოჯახირედაქტირება
დაიანა გრაფ სპენსერის ქალიშვილი და სპენსერ-ჩერჩილების ოჯახის წარმომადგენელი იყო, საიდანაც ჰერცოგი მელბურნი და უინსტონ ჩერჩილი იყვნენ. დაიანამ პრინცი ჩარლზი საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო, 1981 წელს კი ცოლად გაჰყვა. ერთი წლის თავზე პირველი ვაჟი პრინცი უილიამი შეეძინათ, 1984 წელს კი მეორე ვაჟი ჰარი დაიბადა.
დაიანა ძირითად დროს შვილების აღზრდას უთმობდა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა, თუმცა არასდროს მიუტოვებია ის, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა — ქველმოქმედება. რამდენიმე წელში ჩარლზსა და დაიანას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა დაიანას ჯეიმზ ჰევითთან ურთიერთობის შესახებ. თანაც, დაიანა ვერ ეგუებოდა სამეფო კარის ცხოვრებას, რაც 1995 წელს განქორწინებით დასრულდა.
დაიანა ახლა უფრო მეტ დროს უთმობდა ქველმოქმედებას. ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან დოდი ალფაედი გაიცნო, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დაიანას დოდი შეუყვარდა, დოდის კი — დაიანა. ის ბედნიერი იყო, რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარდა.
1997 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ისვენებდნენ. 31 აგვისტოს დაიანა და დოდი ავტოკატასტროფაში მოყვნენ, რის შედეგადაც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებობს ვერსია, რომ დაიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ იყო. თვლიან, რომ დაიანას ეს მოუწყეს. ამასთან, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. ამ თემასთან დაკავშირებით დოდი ალფაედის მამამ ფილმიც გადააღებინა სახელად „კრიმინალური მკვლელობა“, რომელიც დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Official website of the British monarchy – Diana, Princess of Wales. Royal Household.
- Trampling on Diana's grave: Outrage as C4 to show image of princess dying
- Diana, Princess of Wales Memorial Fund დაარქივებული 2012-12-21 საიტზე Wayback Machine. official website of Theworkcontinues.org.
- "Diana Remembered" დაარქივებული 2016-05-07 საიტზე Wayback Machine. at People magazine
- HM Coroner of Surrey: The Official Inquest Into The Deaths of Diana, Princess of Wales & Dodi Al Fayed at Surreycoroner.info.
- The Goddess of Domestic Tribulations by Theodore Dalrymple Essay on the cultural significance of Princess Diana. Theodore Dalrymple. City Journal at City-journal.com.
- "Ten Years On: Why Princess Diana Mattered" დაარქივებული 2013-08-27 საიტზე Wayback Machine. . TIME.
- BBC mini-site Diana One Year On pictures of Diana, Panorama interview video extracts, coverage of the funeral, how the UK newspapers reported her death
- Diana, Princess of Wales — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)