სამხრეთ ურალის ნაკრძალი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სამხრეთ ურალის ნაკრძალი (რუს. Южно-Уральский заповедник) — ნაკრძალი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც მოიცავს ურალის მთების სამხრეთ ნაწილში მდებარე მთის ტაიგის ეკოსისტემებს. ნაკრძალის ტერიტორიაზე რამდენიმე მთათა სისტემა იყრის თავს: მაშაკის, ზიგალგას, ნარა კუმარდაკისა და იამანტაუს ქედები. მთა იამატაუს სიმაღლე 1 640 მეტრია, რითაც ის სამხრეთ ურალში ყველაზე მაღალი მთაა. ნაკრძალის 90% მდებარეობს ბაშკირეთის ბელორეცკის რაიონში, დანარჩენი კი ჩელიაბინსკის ოლქის შემადგენელი ნაწილია. რეგიონალური ქალაქი უფა დაცული ტერიტორიიდან 200 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.[1][2]

სამხრეთ ურალის ნაკრძალი

რუს. Южно-Уральский заповедник

მთა იამატაუ, სამხრეთ ურალის ქედის უმაღლესი წერტილი
სამხრეთ ურალის ნაკრძალი
მდებარეობა ბაშკირეთი და ჩელიაბინსკის ოლქი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უახლოესი ქალაქი ბელორეცკი
კოორდინატები 54°20′48″ ჩ. გ. 57°53′09″ ა. გ. / 54.34667° ჩ. გ. 57.88583° ა. გ. / 54.34667; 57.88583კოორდინატები: 54°20′48″ ჩ. გ. 57°53′09″ ა. გ. / 54.34667° ჩ. გ. 57.88583° ა. გ. / 54.34667; 57.88583
ფართობი 252 800 ჰა
დაარსდა 1979
მმართველი ორგანო ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტრო
ოფიციალური საიტი http://www.south-ural-reserve.ru/

ტოპოგრაფია

რედაქტირება

სამხრეთის ურალის ნაკრძალის რელიეფი შედგება რამდენიმე მთის ქედისგან (მაშაკის, ზიგალგას, ნარა კუმარდაკისა და იამანტაუს ქედები), რომლებიც პარალელურად არიან აღმართული სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. ამ ქედების წყალობით წარმოიქმნება ფართო მთის ხეობები, რომლებიც მდინარეებთან ერთად ქსელის სტრუქტურას ჰქმნიან. ტერიტორია მთლიანად გაყინული არ ყოფილა, მაგრამ არსებოსბ მცირე ზომის მყინვარები მთებსა და პლატოებზე. . ტერიტორიის ყველა მდინარე კლასიფიცირებულია როგორც მცირე მდინარეები ან ნაკადულები. ყველაზე გრძელი მდინარეა ინზერი, რომლის სიგრძეც 93 კილომეტრს შეადგენს და ის მთლიანად სამხრეთ ურალის ნაკრძალშია მოქცეული. მდინარეებს ახასიათებთ სწრაფი დინება და კლდოვანი კალაპოტები. ნაკრძალის ტერიტორიაზე აღრიცხულია რამდენიმე მცირე ზომის ჭაობიც. სამხრეთ ურალის ნაკრძალი ყველა მხრიდან გარშემორტყმულია სატყეო ზონებით.[2][1]

კლიმატი და ეკორეგიონი

რედაქტირება

სამხრეთი ურალი მდებარეობს ურალის მთების ტუნდრასა და ტაიგას ეკორეგიონში. ეკორეგიონი მოიცავს ურალის მთებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის საზღვარს წარმოქმნის. ეს არის ტაიგის და ტუნდრაც მცენარეების შეხვედრის ადგილი.[3]

სამხრეთ ურალის ნაკრძალისთვის დამახასიათებელია ნოტიო კონტინენტური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია (Dfb)). კლიმატის ამ სახისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, როგორც დღიურად, ასევე სეზონურად. ზაფხული თბილია, ზამთარი კი ცივი და თოვილიანი.[4][5] სამხრეთ ურალის ნაკრძალში საშუალო წლიური ნალექი 667 მილიმეტრის ტოლია, ნაყოფიერი სეზონი, ძირითადად 168 დღე გრძელდება, ხოლო ისეთი დღეების რიცხვი, როდესაც ძლიერი ყინვები არაა 30 მაისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 107 დღე გრძელდება. ნაკრძალის უმაღლეს წერტილზე ნალექების საშალო წლიური რაოდენობა 1100 მმ-ს აღწევს, ხოლო ამ წერტილში ყინვა მხოლოდ 60 დღის განმავლობაში არ ფიქსირდება.

 
მდინარე ინზერის ხედი ზემოდან

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ნაკრძალის ტერიტორიის 90%-ს ტყეები ფარავს. ეს არის მსუბუქი წიწვოვანი მცენარეების (4 სახეობა) და ფოთლოვანი სახეობების (10 სახეობა, ვერხვისა და არყის ჩათვლით) ნაზავი. 1200 მეტრზე მაღლა მთისთვის დამახასიათებელი ტუნდრაა, სადაც ბუჩქ-ხავსოვანი მცენარეებია. ნაკრძალში მომუშავე მეცნიერებმა 700 სახეობის სისხლძარღვოვანი მცენარე აღრიცხეს.[6]

ნაკრძალის ტერიტორიაზე მცხოვრები ძუძუმწოვრები ძირითადად ტყეში ცხოვრობენ. გავრცელებულია ლოსები, ასვეე შავი დათვები. სამხრეთ ურალში ბინადრობს 13 სახეობის მტაცებელი (მათ შორის მგლები), ასევე ბინადრობენ ხარირემები და ირმისებრნი. აღრიცხულია ძუძუმწოვრების 50 სხვადასხვა სახეობა. ნაკრძალის ტერიტორიაზე დააფიქსირეს 168 სახეობის ფრინველი, რომელთაგან 132 ტერიტორიაზე მუდმივად ბუდობს.[6]

ეკოგანათლება და წვდომა

რედაქტირება

იმის გათავლისწინებით, რომ სამხრეთ ურალის ნაკრძალს მკაცრი ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, ის ძირითადად დახურულია ფართო საზოგადოებისათვის. ნაკრძალი ემსახურება მხოლოდ მეცნიერებს და იმ პირებს, რომლებსაც „გარემოსდაცვითი განათლების“ მიზნები აქვთ. ასეთ ადამიანებს პარკში ვიზიტის შეთანხმება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის ცენტრთან შეუძლიათ. დაცული ტერიტორიის მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ ბელორეცკში, სამხრეთ ურალის ნაკრძალიდან 90 კილომეტრში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 South Ural Zapovednik (Official Site) ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  2. 2.0 2.1 South Ural Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  3. Map of Ecoregions 2017 en. Resolve, using WWF data. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  4. Kottek, M., J. Grieser, C. Beck, B. Rudolf, and F. Rubel, 2006. World Map of Koppen-Geiger Climate Classification Updated en. Gebrüder Borntraeger 2006. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  5. Dataset - Koppen climate classifications en. World Bank. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  6. 6.0 6.1 South Ural Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: March 11, 2016.