ბელორეცკის რაიონი
ბელორეცკის რაიონი (ბაშკ. Белорет районы; რუს. Белорецкий район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბელორეცკი.
ბელორეცკის რაიონი Белорецкий район | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ბელორეცკი | ||||
კოორდინატები | 53°50′00″ ჩ. გ. 58°36′00″ ა. გ. / 53.83333° ჩ. გ. 58.60000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 11345,77 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 103 022 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 9,08 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, ბაშკირები, თათრები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
ოფიციალური საიტი | http://beladmin.ru | ||||
![]() | |||||
გეოგრაფიარედაქტირება
ბელორეცკის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩელიაბინსკის ოლქი. რაიონის ფართობია 11 501 კმ² და ამ მონაცემით იგი არის ბაშკირეთის ყველაზე დიდი რაიონი.
ისტორიარედაქტირება
1920-იან წლებამდე ბელორეცკის რაიონი ეკუთვნოდა ორენბურგის ოლქს. 1917 წელს შევიდა უფის გუბერნიის შემადგენლობაში, ხოლო მოგვიანებით ბაშკირეთის ასსრ-ის ტამიან-კატაის კანტონში. ბელორეცკის რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.
მოსახლეობარედაქტირება
2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: რუსები — 59,8 %, ბაშკირები — 30,8 %, თათრები — 6,8 %, სხვა ეროვნების პირები — 2,6 %[1].
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
ბელორეცკის რაიონში არის 100 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 19 სასოფლო დასახლებაში[2].
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Итоги Всероссийской переписи населения по Республике Башкортостан (pdf). Территориальный орган Федеральной службы государственной статистики по Республике Башкортостан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-09. ციტირების თარიღი: 2013-03-05.
- ↑ Закон Республики Башкортостан «Об изменениях в административно-территориальном устройстве Республики Башкортостан в связи с объединением отдельных сельсоветов и передачей населённых пунктов» (Принят Государственным Собранием — Курултаем Республики Башкортостан 18 ноября 2008 года)