სამხრეთი ორკნეის კუნძულები
სამხრეთი ორკნეის კუნძულები (ინგლ. South Orkney Islands) — კუნძულთა ჯგუფი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში (ანუ სამხრეთის ოკეანეში).
სამხრეთი ორკნეის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
---|---|
60°35′ ს. გ. 45°30′ დ. გ. / 60.583° ს. გ. 45.500° დ. გ. | |
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
კუნძულთა რაოდენობა | 8 |
მთავარი კუნძული | კორონეიშენის კუნძული |
ფართობი | 622 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1266 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
გეოგრაფია და კლიმატი
რედაქტირებაკუნძულები მდებარეობს სამხრეთის ოკეანის სამხრეთის გრძედის 60°30' და 60°83', დასავლეთის განედის 44°25' და 46°25' შორის.
არქიპელაგი შედგება ოთხი ძირითადი კუნძულისაგან, რომელთაგან ყველაზე დიდია კორონეიშენის კუნძული; მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან არის ნივეას მთა (Mount Nivea) და აღწევს 1266 მეტრ სიმაღლეს. ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია — ლორის კუნძული (Laurie Island). კიდევ უფრო პატარებია პაუელის (Powell Island) და საინის (Signy Island) კუნძულები, ასევე რამდენიმე ძალიან პატარა კუნძულები დასახელებით სედლის კუნძულები (Saddle Islands). კუნძულების საერთო ფართობია — 622 კმ², რომელთა დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული.
მიუღწევლობის კუნძულები მდებარეობენ დაახლოებით 15 საზღვაო მილით დასავლეთით და ზოგჯერ ასევე ითვლება სამხრეთი ორკნეის კუნძულების ნაწილად.
კუნძულები
რედაქტირება№ | კუნძული (ქართ.) | კუნძული (ინგლ.) | ფართობი, კმ² |
უმაღლესი წერტილი, м |
კოორდინატები |
---|---|---|---|---|---|
1 | კორონეიშენის კუნძული | Coronation Island | 457 | 1266 | 60°35′26″ ს. გ. 45°37′30″ დ. გ. / 60.59056° ს. გ. 45.62500° დ. გ. |
2 | ლორის კუნძული | Laurie Island | 86 | 940 | 60°43′43″ ს. გ. 44°31′05″ დ. გ. / 60.72861° ს. გ. 44.51806° დ. გ. |
3 | საინის კუნძული | Signy Island | 19 | 281 | 60°42′41″ ს. გ. 45°38′08″ დ. გ. / 60.71139° ს. გ. 45.63556° დ. გ. |
4 | პაუელის კუნძული | Powell Island | 20 | 620 | 60°40′59″S 45°01′59″W / 60.683° ს. გ. 45.033° დ. გ. |
5 | აკუნიას კუნძული | Acuna Island | 60°46′ ს. გ. 44°37′ დ. გ. / 60.767° ს. გ. 44.617° დ. გ. | ||
6 | ლარსენის კუნძულები | Larsen Islands | 60°36′ ს. გ. 46°04′ დ. გ. / 60.600° ს. გ. 46.067° დ. გ. | ||
7 | რობერტსონის კუნძულები | Robertson Islands | 60°46′ ს. გ. 45°09′ დ. გ. / 60.767° ს. გ. 45.150° დ. გ. | ||
8 | მიუღწევლობის კუნძულები | Inaccessible Islands | 215 | 60°34′ ს. გ. 46°44′ დ. გ. / 60.567° ს. გ. 46.733° დ. გ. |
კლიმატი
რედაქტირებასამხრეთი ორკნეის კუნძულების კლიმატი ცივი, ნოტიო და ქარიანია. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა (ანუ ივლისის) — −10 °C, ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა — დაახლოებით 0 °C. მაქსიმალურმა მნიშვნელობამ შეიძლება შესაბამისად მიაღწიოს −44 °C-ს და +12 °C-ს.
ისტორია
რედაქტირებასამხრეთი ორკნეის კუნძულები 1821 წელს ორმა სელაპებზე მონადირემ აღმოაჩინა — ნათანიელ პალმერმა და ჯორჯ პაუელმა. თავიდან კუნძულებს სახელად დაარქვეს პაუელის არქიპელაგი, ხოლო ყველაზე დიდ კუნძულს — კორონაციის კუნძული, რადგანაც აღმოჩენა მოხდა მეფე ჯორჯ IV-ის კორონაციის წელს. 1823 წელს კუნძულებს ესტუმრა ჯეიმზ უედელი, რომელმაც არქიპელაგს დაარქვა მისი თანამედროვე სახელი (შოტლანდიის კუთვნილი ორკნეის კუნძულების პატივსაცემად) და ზოგ კუნძულს სახელი გადაარქვა. სამხრეთი ორკნეის კუნძულები მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს თითქმის იმავე განედზე, როგორზეც ორკნეის კუნძულები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (შესაბამისად 60 ° ს. გ. და 59 ° ჩ. გ.), თუმცა არაა ცნობილი, ითამაშა თუ არა ამან როლი კუნძულების სახელის დარქმევაში[1].
შემდგომში კუნძულებზე ხშირად სტუმრობდნენ სელაპებზე და ვეშაპებზე მონადირეები, მაგრამ 1903 წლის უილიამ სპირს ბრიუსის ექსპედიციამდე, რომელმაც გამოიზამთრა ლორის კუნძულზე (Laurie), არ ჩატარებულა არანაირი კვლევები. ბრიუსმა გამოიკვლია კუნძულები და ორგანიზება გაუკეთა მეტეოროლოგიურ სადგურს, რომელიც გადავიდა არგენტინის მეტეოროლოგების საკუთრებაში, როდესაც მან დატოვა კუნძულები 1904 წელს. ეს სადგური მოქმედებს დღემდე და უძველესია ანტარქტიდაში არსებულ მუდმივად დასახლებულ პოლარულ სადგურებს შორის.
1908 წელს დიდმა ბრიტანეთმა ფოლკლენდის კუნძულების სამხრეთით მდებარე მთელ ანტარქტიკულ ტერიტორიებზე, სამხრეთი ორკნეის კუნძულების ჩათვლით, ცალმხრივად გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი. საინის კუნძულზე (Signy Island) დაარსდა ბიოლოგიური საკვლევი სადგური.
1961 წლამდე კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებდნენ არგენტინა და დიდი ბრიტანეთი, როგორც ფოლკლენდის კუნძულებიის შემადგენელ ნაწილზე. 1959 წელს ანტარქტიდის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ კუნძულების კუთვნილობის საკითხი გაიყინა, და ისინი შეიძლება გამოიყენოს სამხედრო მიზნებისათვის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმომწერმა ნებისმიერმა სახელმწიფომ.
დიდი ბრიტანეთი დღემდე პრეტენზიას აცხადებს კუნძულებზე, როგორც ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენელ ნაწილზე, არგენტინა კი კუნძულებს თვლის არგენტინის ანტარქტიკის ნაწილად. დიდ ბრიტანეთსაც და არგენტინასაც კუნძულებზე აქვთ საკუთარი პოლარული სადგურები.
პოლარული სადგურები
რედაქტირება- ორკადასი (1904 წლიდან)
- საინი-აილენდი (1947 წლიდან)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ William James Mills, Exploring polar frontiers: a historical encyclopedia, ABC-CLIO, Inc, 2003. — P. 622-623, 844 p, ISBN 1-57607-422-6.