ლორის კუნძული
ლორის კუნძული (ინგლ. Laurie Island, ესპ. isla Laurie) — კუნძული ანტარქტიკაში სამხრეთ პოლარული წრის საზღვრებში, სამხრეთი ორკნეის კუნძულების არქიპელაგის სიდიდით მეორე და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძული. კუნძულზე პრეტენზიას აცხადებს არგენტინა, არგენტინის ანტარქტიკის ნაწილი და დიდი ბრიტანეთი, როგორც ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილი. მიუხედავად ამისა, ყველა ტერიტორიული პრეტენზია გაყინულია, რადგანაც კუნძული მდებარეობს სამხრეთი განედის 60-ე პარალელის სამხრეთით და მასზე 1959 წლიდან ვრცელდება ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების მოქმედება. ბიუკენენის წერტილი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე და უიტსონის კონცხი სამხრეთ სანაპიროზე მთავარი ორნიტოლოგიური ადგილებია.
ლორის კუნძულის რუკა | |
გეოგრაფია | |
---|---|
60°30′ ს. გ. 44°37′ დ. გ. / 60.500° ს. გ. 44.617° დ. გ. | |
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 86 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 940 მ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2014) |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ფართობი დაახლოებით შეადგენს 86 კმ²-ს, ხოლო სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე შეადგენს 20,1 კმ-ს (12,5 მილი). ლორის კუნძული შედგება სხვადასხვა ფართობის ორი ნახევარკუნძულისგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია ვიწრო ყელით სკოტიას ყურესა და ურუგვაის უბეს შორის. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია — 940 მეტრი ზღვის დონიდან[1].
ყველაზე უფრო მცირე, ლორის კუნძულის დასავლეთ ნაწილს აქვს ორი ნახევარკუნძული: მაკენზი და მოსმანი. მის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე მდებარეობს რობერტსონის კონცხი (სახელი დაერქვა შოტლანდიური ექსპედიციის გემ «სკოტიას» კაპიტნის — ტომას რობერტსონის პატივსაცემად). მოსმანის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი გაყოფილია ორ დაბოლოებად, რომელთაგან ერთს ჰქვია ბარნ მარდოჰი. კუნძულის აღმოსავლეთი წერტილი დანდასის კონცხია ფერიეს ნახევარკუნძულზე.
გეოლოგია და კლიმატი
რედაქტირებაშოტლანდიის ექსპედიციამ შეისწავლა კუნძულის გეოლოგია და ხაზი გაუსვა გრაპტოლითებიის არსებობას დანდასის კონცხის დასავლეთით, კუნძულზე, რომელმაც სახელად მიიღო «გრაპტოლითების კუნძული»[2]. ლორის კუნძული ჩამოყალიბდა სილურულ სისტემაში და მთლიანად შედგება წყლის მიერ მოტანილი მყარი ნაწილაკებისგან — სედიმენტებისგან[2].
ლორის კუნძულ რეგულარულად ქრის დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარები[2]. როგორც ანტარქტიკის ყველა კუნძულზე, ტემპერატურა განიცდის მკვეთრ ცვალებადობებს. მაგალითად, ფიონის ეფექტმა, ჩრდილოეთის ქარებმა, შეიძლება ტემპერატურა მაღლა აწიონ 20 °C-ით რამდენიმე ათეული წუთის განმავლობაში[2].
ბაზა «ორკადასის» დაკვირვებები
რედაქტირება«ორკადასის» ბაზაში 2010 წლის აგვისტომდე არსებული დაკვირვებების საფუძველზე მონაცემები შემდეგნაირია:
- საშუალო ფარდობითი ტენიანობა: 86 %
- ქარის საშუალო სიჩქარე: 4,6 მ/წმ
- საშუალო ატმოსფერული წნევა: 992 გპა
თოვლის ფენა კუნძულზე ინახება მთელი ზამთარი, უკიდურეს შემთხვევაში, სამხრეთში მაინც. ჩრდილოეთ ნაწილში კლიმატური პირობები უფრო რბილია[2].
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაკუნძულის ფლორა შემოიფარგლება წყალმცენარეების ზოგიერთი სახეობით, რომლებიც იზრდებიან სანაპიროს გასწვრივ, ასევე ხავსებით და ლიქენებით.
ლორის კუნძული ბევრი ზღვის ფრინველის საკვები ადგილია, მათ შორის აქ ყველაზე უფრო მეტად წარმოდგენილია ადელის პინგვინი[3][4]. ზაფხულში კუნძულზე დიდი რაოდენობით მოფრინდებიან ფრინველები (200 000-ზე მეტი)[5]. კუნძული ასევე ბევრი კერგელენის ზღვის კატის სახლია. ლორის კუნძულზე 1988 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ჩატარებულმა კვლევამ, მოსმანის ნახევარკუნძულზე სელაპების პოპულაციის დასადგენად, აჩვენა, რომ ძუძუმწოვრების დიდ ნაწილს კუნძულზე კვებავს კრილი (78,8 %) და თევზი. შემოდგომით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კალმარები, თუმცა მათი წილი ძუძუმწოვრების კვებაში უტოლდება 34,3 %-ს[6].
კუნძულის ირგვლივ დიდი რაოდენობით დაცურავენ გრენლანდიური ვირთევზები.
ისტორია
რედაქტირებასამხრეთ ოკადასის არქიპელაგი, სავარაუდოდ, აღმოაჩინა ესპანელმა მეზღვაურმა გაბრიელ დე კასტილიამ (1577 — დაახ. 1620 წლებში). XVIII საუკუნეში სხვადასხვა ეროვნების ვეშაპდამჭერები ახორციელებდნენ რეწვას ამ რეგიონში. ოფიციალურად ლორის კუნძული სამხრეთ ორკნეის კუნძულების შემადგენლობაში 1819 წლის თებერვალში აღმოაჩინა ჯეიმზ უედელმა, ხოლო 1821 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს ჯორჯ პაუელმა ბრიტანული ვეშაპდამჭერი გემით და ნათანიელ პალმერმა ამერიკული ვეშაპდამჭერი გემით.
კუნძულმა თავისი სახელი მიიღო კარტოგრაფ რ. ლორის პატივსაცემად, რომელმაც 1822 წელს ჯ. პაუელის და ნ. პალმერის ცურვის მონაცემების საფუძველზე გამოაქვეყნა სამხრეთ ორკნეის კუნძულების რუკა.
ერთადერთი დასახლება დაარსდა 1903 წლის 26 მარტს შოტლანდიის ეროვნული ანტარქტიკული ექსპედიციის წევრების მიერ უილიამს ბრიუსის მეთაურობით. საექსპედიციო გემმა ზამთარი გაატარა ნავსაყუდელთან სანაპიროს სიახლოვეს, ხოლო თვითონ კუნძულზე სენტ-ან-დე-ბელვიუში მოეწყო მეტეოროლოგიური სადგური «ომონდ-ჰაუსი», რომელსაც სახელი ეწოდა ედინბურგის ობსერვატორიის დირექტორის და ექსპედიციის სპონსორის რობერტ ომონდის პატივსაცემად. მოგვიანებით მასზე კონტროლი ბრიუსმა გადასცა არგენტინას ერთი წლის ვადით. ბაზა, რომელიც თავიდან წარმოადგენდა ხის შენობას, 8 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და სახელი გადაირქვა «ორკადასად». არგენტინა, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა, დღემდე აკონტროლებს ბაზას.
1903 წლის 6 აგვისტოს, შოტლანდიის ექსპედიციის მთავარი ინჟინერი, ჯორჯ ალან რემსი გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ძლიერი გაციებისგან გამოწვეული მიოკარდიული მწვავე ინფარქტისაგან. ის დაკრძალული იქნა კუნძულზე ორი დღის შემდეგ.
1982 წელს კუნძულზე ცხოვრობდა 14 ადამიანი[1]. ბაზის მომსახურე პერსონალი შედგება 14 ადამიანისაგან ზამთარში და 45 ადამიანისაგან ზაფხულში[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Islands of Antarctic Islands. islands.unep.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-09. ციტირების თარიღი: 2013-3-21.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Scotland and the Antarctic: Survey of Laurie Island. gdl.cdlr.strath.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2013-3-21.
- ↑ Scotland and the Antarctic: Second winter on Laurie Island. gdl.cdlr.strath.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2013-3-21.
- ↑ The breeding birds of Cape Geddes, Laurie Island, South Orkney Islands, Antarctica. marineornithology.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-09. ციტირების თარიღი: 2013-3-21.
- ↑ Scotland and the Antarctic: Summer on Laurie Island. gdl.cdlr.strath.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-19. ციტირების თარიღი: 2013-3-21.
- ↑ The diet of Antarctic fur seals, Arctocephalus gazella, during the summer-autumn period at Mossman Peninsula, Laurie Island (South Orkneys). link.springer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-09. ციტირების თარიღი: 2013-3-21.
- ↑ Antarctic Facilities — საარქივო ასლი. comnap.aq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-09. ციტირების თარიღი: 2013-3-21.