კორონეიშენის კუნძული

კორონეიშენის კუნძული (ინგლ. Coronation Island) — სამხრეთი ორკნეის კუნძულების ყველაზე დიდი კუნძული.

კორონეიშენის კუნძული

კორონეიშენის კუნძულის რუკა
გეოგრაფია
60°37′ ს. გ. 45°35′ დ. გ. / 60.617° ს. გ. 45.583° დ. გ. / -60.617; -45.583
მდებარეობა ანტარქტიდა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 457 კმ²
სიგრძე 40 კმ
სიგანე 5-13 კმ
უმაღლესი წერტილი 1266 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2014)

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძულის სიგრძეა — 40 კმ, ხოლო სიგანე 5 კმ-დან 13 კმ-მდეა (საშუალოდ 9 კმ). მისი ფართობი შეადგენს — 457 კმ²-ს. კუნძული საერთო მიმართულებით გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, რომელიც ძირითადად დაფარულია ყინულით და შედგება მრავალი უბეებისაგან, მყინვარებისაგან და პიკებისაგან, რომელთაგან ყველაზე მაღალი მდებარეობს ზღვის დონიდან 1266 მეტრზე.

კუნძული აღმოჩენილი იქნა 1821 წლის დეკემბერში ორი მეზღვაურის — ამერიკელი ნათანიელ პალმერის და ბრიტანელი ჯორჯ პაუელის ერთობლივი ცურვის დროს. პაუელმა ყველაზე დიდ კუნძულს დაარქვა — კორონაციის კუნძული, რადგანაც აღმოჩენა მოხდა მეფე ჯორჯ IV-ის კორონაციის წელს, რომელიც გახდა გაერთიანებული სამეფოს მეფე 1820 წელს.