თავისუფალი ქალაქი

(გადამისამართდა გვერდიდან საიმპერიო ქალაქი)

თავისუფალი ქალაქი — ქალაქი საღვთო რომის იმპერიაში, რომელიც გათავისუფლებული იყო სენიორის, მაგალითად ეპისკოპოსის, არქიეპისკოპოსის, ფეოდალის, ან მეფის ძალაუფლებისა და ვასალობისგან. ასეთი ქალაქები იყვნენ: კელნი, ზიოსტი, მაინცი, აუგსბურგი, ვორმსი, შპაიერი, სტრასბურგი, ბაზელი.

საღვთო რომის იმპერიაში 1648 წელს არსებული თავისუფალი ქალაქები

თავისუფალი ქალაქები იპოვებდნენ თვითმმართველობას. განსხვავებით საიმპერიო ქალაქებისგან თავისუფალი ქალაქები ვალდებულები არ იყვნენ გადასახადები ეხადათ და სამხედრო დახმარება მიეწოდებინათ წმინდა რომის იმპერიის იმპერატორისთვის. სამხედრო სამსახური თავისუფალი ქალაქის მოქალაქეებს ევალებოდათ მხოლოდ თვითონ ქალაქის დაცვის ან ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. თავისუფალი ქალაქები წარმოადგენდნენ ფაქტობრივად ქალაქ-რესპუბლიკებს.

თავისუფალი ქალაქების სტატუსმა იარსება XIX საუკუნემდე. XIX საუკუნიდან თავისუფალი ქალაქის სტატუსი ქალაქს ეძლეოდა საერთაშორისო ხელშეკრულებით და მისი სტატუსი გარანტირებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამ პერიოდის თავისუფალი ქალაქებისთვის დამახასათებელი იყო დემილიტარიზაცია და ნეიტრალიტეტი. თავისუფალი ქალაქის ამ კლასიკურ განსაზღვრებას არ შეესაბამება გერმანულ კავშირში 1815-1866 შემავალი ქვეყნების 4 „თავისუფალი ქალაქი“: ბრემენი, ფრანკფურტ-ამ-მაინი, ჰამბურგი და ლიუბეკი. 1815 წელს ვენის კონგრესის მიერ თავისუფალ ქალაქად გამოცხადდა კრაკოვი, 1919 წელს თავისუფალ ქალაქად გამოცახდდა დანციგი რომელიც 1939 წლამდე ერთა ლიგის პროტექტორატის ქვეშ იყო.1947 წელს უნდა შექმნილიყო ტრიესტის თავისუფალი ტერიტორია, რომელიც გაეროს კონტროლქვეშ იქნებოდა, მაგრამ საკითხი გადაწყდა იტალია-იუგოსლავიის შეთანხმებით. თავისუფალი ქალაქის სტატუსი ჰქონდა ტანჟერს (1923-1940, 1945-1956) და საარს (1919-1935, 1945-1955). 1947 წლის გაეროს რეზოლუცია ითვალისწინებდა თავისუფალი ქალაქის სტატუსის მინიჭებას იერუსალიმისთვის. სსრკ ითხოვდა თავისუფალი ქალაქის სტატუსის მინიჭებას დასავლეთი ბერლინისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 568.
  • Urs Hafner: Republik im Konflikt. Schwäbische Reichsstädte und bürgerliche Politik in der frühen Neuzeit. Bibliotheca Academica, Tübingen 2001, ISBN 3-928471-36-8
  • André Krischer: Reichsstädte in der Fürstengesellschaft. Politischer Zeichengebrauch in der Frühen Neuzeit. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2006, ISBN 3-534-19885-9.
  • Richard Schmidt: Deutsche Reichsstädte. Hirmer, München 1957.